იგერუელის ბრძოლა
რეკონკისტის ნაწილი
თარიღი 1 ივლისი, 1431
მდებარეობა ვეგა-დე-გრანადა, ესპანეთი
შედეგი კასტილიის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
კასტილიის სამეფო გრანადის საამირო
მეთაურები
ალვარო დე ლუნა მუჰამედ IX
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია 12 000
იგერუელის ბრძოლა ვიკისაწყობში

იგერუელის ბრძოლა — უდიდესი ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. გაიმართა 1431 წლის 1 ივლისს მდინარე ხენილის ნაპირებზე სოფელ იგერუელის ახლოს, გრანადის საამიროს დედაქალაქ გრანადის მახლობლად. კასტილიელების ჯარს ხელმძღვანელობდა მეფე ხუან II და მხედართმთავარი ალვარო დე ლუნა, ხოლო მუსულმანებს გრანადის სულთანი - მუჰამედ IX (ნასრიდების დინასტია).

ბრძოლა რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბრძოლაში გამარჯვება ესპანელებს ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება. ხუან II-მ, როგორც გამარჯვებულმა, გრანადის საამიროს ტახტზე იუსუფ IV, მუჰამედ IX-ის შვილიშვილი დასვა. ამ ფაქტის გამო, 1431 წლიდან გრანადის საამირომ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა დაკარგა და ესპანეთის გვირგვინის მარიონეტად გადაიქცა, ხოლო მუსულმანური ქვეყნის უკანასკნელი ნარჩენები გრანადის ომის შედეგად განადგურდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Echevarria, Ana (1999). The Fortress of Faith: The Attitude Towards Muslims in Fifteenth Century Spain. Brill Academic Publishers. ISBN 90-04-11232-4
  • Fernández, Luis Suárez (1989). Los Reyes Católicos: El tiempo de la Guerra de Granada. Ediciones Rialp. ISBN 84-321-2560-1
  • Houtsma, Martijn Theodoor. E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913-1936. Vol. VI. BRILL, 1987. ISBN 90-04-09792-9