იბრაჰიმ ტრაორე

პოლიტიკოსი,კაპიტანი,სახელმწიფოს მეთაური

იბრაჰიმ ტრაორე (ფრანგ. Ibrahim Traoré; დ. 14 მარტი, 1988[1]) — ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების კაპიტანი, სპეციალური „კობრას“ ქვედანაყოფის მეთაური. 2022 წლის სექტემბრის გადატრიალების დროს მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ქვეყანაში და გახდა სახელმწიფოს დროებითი მეთაური.[2]

იბრაჰიმ ტრაორე
ფრანგ. Ibrahim Traoré
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1988(1988-03-14) (36 წლის)
დაბადების ადგილი Bondokuy
მოქალაქეობა  ბურკინა-ფასო
განათლება University Joseph Ki-Zerbo

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა უაგადუგუს უნივერსიტეტში, სადაც იყო მუსლიმი სტუდენტების ასოციაციის წევრი. 2010 წელს ის ჩაირიცხა ბურკინა ფასოს არმიაში. 2019 წელს იგი შეუერთდა ახალ არმიის სპეციალურ განყოფილებას —კობრას კონტრ ტერორისტულ დანაყოფს. 2020 წელს მას მიენიჭა კაპიტნის წოდება.

2022 წლის იანვარში ტრაორე იყო შეიარაღებული გადატრიალების ერთ-ერთი მონაწილე, რომლის დროსაც ბურკინა ფასოში დამონტაჟდა სამხედრო ხუნტა „პატრიოტული მოძრაობა თავდაცვისა და აღდგენისთვის“.[2] ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მსახურობდა კობრას რაზმის უფროსად ქალაქ კაიაში[3] და მონაწილეობდა ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.[4]

ამ დროს ტრაორე (ისევე როგორც იანვრის გადატრიალების მრავალი სხვა მხარდამჭერი) უკმაყოფილო იყო ახალი მთავრობის ლიდერის, პოლ-ანრი სანდაოგო დამიბას ქმედებებით, რომელიც ახერხებდა ისლამური რადიკალების აჯანყების შეკავებას.[2] გარდა ამისა, ხელისუფლებამ კობრას მებრძოლებს შეუჩერა ხელფასები.[1] 30 სექტემბერს სამხედროებმა დაამხეს დამიბა[5] და ტრაორე გახდა ქვეყნის მეთაური.[2]

2023 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-აფრიკის სამიტში.

  1. 1.0 1.1 Katrin Gänsler. (2022-10-01) Putsch in Burkina Faso: Ibrahim Traoré hat die Macht. ციტირების თარიღი: 2022-10-01
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Burkina Faso army captain announces overthrow of military government (2022-09-30). ციტირების თარიღი: 2022-09-30
  3. Burkina Faso: Military officers remove President Damiba in a coup (2022-09-30). ციტირების თარიღი: 2022-10-01
  4. Burkina : Ibrahim Traoré proclamé président, Damiba destitué (2022-09-30). ციტირების თარიღი: 2022-09-30
  5. Why Russia is cheering on the Burkina Faso coup დაარქივებული 2022-10-10 საიტზე Wayback Machine. , BBC, 10.10.2022