იბრაჰიმ ალ-ჯაფარი
იბრაჰიმ ალ-ჯაფარი (არაბ. إبراهيم عبد الكريم الأشيقر; დ. 25 მარტი, 1947) — ერაყელი პოლიტიკოსი, რომელსაც 2005 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ 2005-2006 წლებში ერაყის გარდამავალ მთავრობაში ეკავა ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 2014-2018 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.
იბრაჰიმ ალ-ჯაფარი | |
---|---|
არაბ. إبراهيم الجعفري | |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1947 (77 წლის) |
დაბადების ადგილი | Hindiya |
მოქალაქეობა | ერაყი |
განათლება | University of Mosul |
al-jaffaary.net | |
2004-2005 წლებში იგი ერაყის დროებითი მთავრობის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო და ისლამური დავას პარტიის მთავარი სპიკერი. მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა მუდმივი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაიბრაჰიმ ალ-ჯაფარი დაიბადა ქარბალაში, აბდ ალ-ქარიმ ალ-ეშაიკერისა და რახმა ალ-ეშაიკერის ოჯახში 1947 წლის 25 მარტს.[1][2] იგი ეკუთვნის დიდგვაროვანი ალ ზექის ოჯახს, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ შიიტი იმამის მუსა ალ-ყაზიმის შთამომავლები არიან. ეს ოჯახი ქარბალაში დასახლდა XI საუკუნის დასაწყისში. მისი ბაბუა, მაჰდი ბინ ალი ბინ ბაღირ ალ-ეშაიკერი 1876 წელს ხელმძღვანელობდა ალ-ეშაიკერების ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას ქარბალაში.[3]
ალ-ჯაფარი სწავლობდა მოსულის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.[4] იგი გადავიდა ირანში ოჯახთან ერთად, სადაც 1989 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყის ოპოზიციურ ძალებთან, ისლამური რევოლუციის საბჭოსთან. ირანის შემდეგ გადადის ლონდონში, სადაც გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა და საბოლოოდ გახდა ისლამური პარტია „დავა“-ს ხელმძღვანელი.
წარმომადგენელთა საბჭოს წევრი
რედაქტირება1968 წელს შეუერთდა ისლამურ პარტია დავას. 1974 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ აქტიურად მუშაობდა პარტიისთვის ერაყში, რომელიც ცდილობდა დაემხო ბაასისტური, არარელიგიური ხელისუფლება. 1980 წელს გადაბარგდა ირანში და იქ ჩაერთო მოძრაობაში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, როგორც ერაყის ისლამური რევოლუციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სადაც ის წარმომადგენლობდა ისლამურ პარტიას დავას. ემიგრაციაში მყოფმა მიიღო სახელი ალ-ჯაფარი, რათა სადამის შურისძიებისგან დაეცვა ერაყში მყოფი თავისი ოჯახი. 1989 წელს გადაბარგდა ლონდონში, სადაც გახდა დავას წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში და მნიშვნელოვანი მონაწილე სადამ ჰუსეინის საწინააღმდეგო მოძრაობაში. გაერთიანებულ სამეფოში ყოფნისას მონაწილეობდა სხვადასხვა ერაყულ ღონისძიებებში და კითხულობდა რელიგიურ ქადაგებებს.[4]
ერაყის ომი და სადამ ჰუსეინის დამხობა
რედაქტირებამან წინააღმდეგობა გაუწია 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრას, მაგრამ მალევე დაბრუნდა ერაყში.[5] 2003 წლის ივლისში აირჩიეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ერაყის მმართველი საბჭოს წევრად და ერთი თვის განმავლობაში იყო მისი პირველი თავმჯდომარე და ერაყის პირველი პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი), სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ. 2004 წლის 1 ივნისს აირჩიეს ერაყის გარდამავალ მთავრობაში ორიდან ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად.[4]
მან ალ-დავა შეიყვანა შიიტური პარტიების ერაყის ეროვნული ალიანსის კოალიციაში და მეორე იყო პარტიის სიაში ერაყის უზენაესი ისლამური საბჭოს ლიდერის აბდულ აზიზ ალ-ჰაქიმის შემდეგ.[4]
არჩევნები
რედაქტირება2005 წლის იანვრის არჩევნები
რედაქტირება2005 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ, ერაყის ეროვნული ალიანსის (UIA) გამარჯვებამ პარლამენტში მისი შანსები გაზარდა, რათა იგი ქვეყნების ახალი პრემიერ-მინისტრად გამხდარიყო. მისი კონკურენტი მხოლოდ აჰმედ ჩალაბი იყო. ჩალაბიმ მოგვიანებით მოხნა თავისი კანდიდატურა, რადგან ის არ იყო პარტიების უმრავლესობისთვის სასურველი კანდიდატი სხვადასხვა სკანდალების გამო, რის შედეგადაც ალ-ჯაფარი გახდა ალიანსის უკონკურენტო კანდიდატი ამ თანამდებობაზე. 2005 წლის 7 აპრილს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად.[6] ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელთა მიზანი ფართომასშტაბიანი მთავრობის შექმნა იყო, ერაყის ეროვნულმა ასამბლეამ 2005 წლის 28 აპრილს საბოლოოდ დაამტკიცა მისი მთავრობა.[7]
2005 წლის დეკემბრის არჩევნები
რედაქტირება2005 წლის დეკემბრის არჩევნების შემდეგ, ერაყის ეროვნულმა ალიანსმა კვლავ მოიგო ხმათა უმრავლესობით, რაც ერაყის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის არჩევის უფლებას ანიჭებდა. ეროვნული ალიანსს წევრებმა არჩევანი გააკეთეს მხოლოდ ორი მთავარ კანდიდატს შორის. ერთ-ერთი იყო ალ-ჯაფარი, ხოლო მეორე – ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს წევრი ადელ აბდულ მაჰდი, ეკონომისტი. ალ-ჯაფარმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთი ხმით (64–63). მისი გამარჯვება მუსლიმური ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის წევრების მხარდაჭერამ გამოიწვია.[8]
საგარეო საქმეთა მინისტრი
რედაქტირება2014 წლის 8 სექტემბერს იბრაჰიმ ალ-ჯაფარი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ.[9]
2018 წლის თებერვალში ალ-ჯაფარიმ დაგმო თურქეთის შეჭრა ჩრდილოეთ სირიაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ს მხარდაჭერილი სირიელი ქურთების განდევნა აფრინის ანკლავიდან.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- The Man to Heal Iraq The Guardian interview in Baghdad 24 February 2005
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Al Saadi, Ali (24–30 March 2005). „The key players“. Al Ahram Weekly. 735. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2013. ციტირების თარიღი: 15 April 2013.
- ↑ Biography ar. ციტირების თარიღი: 2020-07-03
- ↑ Ṭuʻmah, Salmān Hādī (1998). Asha'er Karbala Wa 'Usariha (ar). Beirut, Lebanon: Dar al-Mahaja al-Baydha', გვ. 13–5.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Nimrod Raphaeli Ibrahim al-Ja'fari: Iraq's Designated Prime Minister, who is he? დაარქივებული 18 March 2006 საიტზე Wayback Machine. . Free Muslims Coalition. 5 March 2005.
- ↑ Valentinas Mite and Kathleen Ridolfo. Iraq Looks to Jaafari. Asia Times. 9 April 2005.
- ↑ Martin Asser. Profile: Ibrahim al-Jaafari. BBC News. 7 April 2005.
- ↑ Iraq PM makes first foreign trip. BBC News. 20 May 2005.
- ↑ Edward Wong. Shiites Say U.S. Is Pressuring Iraqi Leader to Step Aside. The New York Times. 28 March 2006.
- ↑ „Ibrahim al-Jaafari Fast Facts“. CNN. ციტირების თარიღი: 17 August 2020.
- ↑ „Iraq rejects Turkish military 'intervention' in Afrin, FM“. Rudaw. 4 February 2018.