იბნ ქემალი
იბნ ქემალი, შამსუდდინ აჰმედ ბენ სულეიმანი (დ. 1468 — გ. 1534) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. დაწინაურდა სულთნების ბაიზიდ II-ისა და სულეიმან კანუნის დროს. იყო ღრმად განსწავლული ისლამმცოდნეობაში, პოეზიაში, ისტორიაში. სულთან ბაიაზიდ II-ის ბრძანებით დაწერა ოსმალო სულთნების ისტორია („Tevarih-I Al-I Osman“), სულ რვა წიგნი. შემდეგში მან მეცხრე და მეათე წიგნებიც შეადგინა, სადაც გადმოსცა სელიმ I-ისა და სულეიმან I-ის საქმიანობა. მეშვიდე დავთარში აღწერილია ბაიაზიდ II-ის მოღვაწეობა. მასში ავტორი დაწვრილებით განიხილავს ოსმალთა დაპყრობით ომებს, მოჰყავს მთელი რიგი ცნობები საქართველოში ოსმალთა ლაშქრობების შესახებ. საგანგებოდ აღწერს საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებს, განსაკუთრებით ტრაპიზონის მომიჯნავე ადგილებს, აღნიშნავს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს და სხვ.
იბნ ქემალი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 მაისი, 1469[1] |
დაბ. ადგილი | ედირნე |
გარდ. თარიღი | 16 აპრილი, 1534[1] [2] [3] (64 წლის) |
გარდ. ადგილი | სტამბოლი |
დასაფლავებულია | სტამბოლი |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
საქმიანობა | ისტორიკოსი, პოეტი და მწერალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 193.
- შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica