იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ მაიმარ ჯამილი

იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ მაიმარ ჯამილი (დ. უცნობია, უად-ილ-კურა (ჰიჯაზი) — გ. დაახლ. 701, ეგვიპტეში) — არაბი პოეტი. ბუსაინასადმი მიძღვნილი მისი სატრფიალო ლექსები ეკუთვნის არაბული სატრფიალო ლექსების ე. წ. უზრაულ მიმართულებას — უმღერის არამიწიერ, ამაღლებულ სიყვარულს და შორეულ სატრფოს. ამ მიმართულების პოეტებმა, და მათ შორის ჯამილმა, შეამზადეს არაბული მისტიციზმის საფუძვლები.

ლიტერატურა

რედაქტირება