იბერია (ავიაკომპანია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იბერია (მრავალმნიშვნელოვანი).

იბერია (ესპ.Iberia Líneas Aéreas de España) — ესპანური ავიაკომპანია. ამჟამად, იბერიას მთავარი აეროპორტებია მადრიდის ბარახასას აეროპორტი და ბარსელონას ელ-პრატის აეროპორტი. კომპანია მის შვილობილ კომპანია „იბერია რეგიონალთან“ ერთად, „იბერია გრუპის“ შემადგენელი ნაწილია. კომპანია რეისებს 102 მიმართულებით ასრულებს მსოფლიოს 39 ქვეყანაში. ხოლო სხვა კომპანიებთან კოდ-შერინგის შედეგად, ასევე დაფრინავს 90 სხვა მიმართულებით.

ბარახასას აეროპორტი. მადრიდი

კომპანია დაარსდა 1927 წლის 28 ივნისს, ესპანელი ბანკირის, ჰორასიო ესებერიეტასა და გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზას ინვესტიციებით. ფრენების განხორციელება დაიწყო ამავე წლის 14 დეკემბერს. ამ წლის განმავლობაში, იბერიას ასპონსორებდა ესპანეთის მთავრობა, რომელიც მას მადრიდსა და ბარსელონაში საფოსტო გზავნილების გადასაზიდად იყენებდა. ვინაიდან ამ პერიოდში, დიქტატორ მიგელ პრიმო დე რივერას მმართველობისას, ესპანეთის ავიაცია ძირითადად სახალხო საჭიროებისთვის გამოიყენებოდა, მოხდა ესპანური ავიაკომპანიების შერწყმა. 1929 წლის 29 მაისს, იბერია შთანთქა სხვა ავიაკომპანია „Compañía de Líneas Aéreas Subvencionadas“ - მა. მაგრამ სახელი „იბერია“, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაინც დარეგისტრირებული დატოვა. ესპანეთის სამოქალაქო ომის მიწურულს, იბერია კვლავ გამოდის ასპარეზზე, როგორც წმინდა შინაური ავიაკომპანია.

1944 წლის 30 სექტემბერს, ხდება იბერიის ნაციონალიზება. 1946 წელს, იბერია ხდება პირველი ავიაკომპანია ევროპაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ასრულებს ფრენას ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის რეისით მადრიდი - ბუენოს-აირესი. 1953 წელს, მადრიდის პაქტის შედეგად, აშშ-ის მოქალაქეებისთვის ესპანეთში ჩასვლა უვიზო ხდება, რაც დიდი სტიმული აღმოჩნდა იბერიასათვის და იწყება ტრანსატლანტიკური რეისები ამ ორ ქვეყანას შორის.

1981 წელს, კომპანიის დაბადების 50 წლისთავზე, მგზავრების რიცხვმა წელიწადში 10 მლნ შეადგინა, ხოლო 2002 წელს, დაბადებიდან ამ დრომდე გადაყვანილი მგზავრების რიცხვმა 500 მლნ შეადგინა.

 
იბერია და ბრითიშ ეარვეისი

2009 წლის 12 ნოემბერს, იბერიამ დაადასტურა, რომ მას მიღწეული აქვს მოლაპარაკებები ბრიტანულ ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისთან“, მათი შერწყმის თაობაზე და რომ ამ ორი კომპანიის შეერთებით იგეგმება მსოფლიოს ავიაკომპანიებს შორის შემოსავლების სიდიდით მესამე კომპანიის ჩამოყალიბება. 2010 წლის 8 აპრილს, კომპანიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს მათი შერწყმის შესახებ, რომელიც 2011 წლის იანვარში დასრულდება. ახალი კომპანიის სახელი იქნება “International Airlines Group”, თუმცა, ორივე კომპანია ფუნქციონირებას ძველი ბრენდის სახლეის ქვეშ განაგრძობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება