ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შეჰზადე იაჰია (თურქ. Şehzade Yahya; დ. 1585, სტამბოლი - გ. 1649, კოტორი) - ოსმალეთის იმპერიის უფლისწული. სულთან მურად III-ს ვაჟი.

* შეჰზადე იაჰია
მშობლიური სახელი Şehzade Yahya
დაბადების სახელი იაჰია
დაბადების თარიღი 1585
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1649
კოტორი, ვენეცია
რელიგია ისლამი, მოგვიანებით მიიღო ქრისტიანობა
მეუღლე(ები) ანა კატერინა
შვილ(ებ)ი მაურიციო, ალესანდრო, ელენა
მშობლები მამა: მურად III
დედა: ელენა კომნენოსი
ნათესავები ძმა: მეჰმედ III
ბებია: ნურბანუ სულთანი
ბაბუა: სელიმ II

ბიოგრაფია

რედაქტირება

იაჰია დაიბადა 1585 წელს, სულთან მურად III-სა და ელენა ხათუნის ოჯახში, რომელიც იყო კომნენოსთა დინასტიის წარმომადგენელი

1595 წელს, მურადი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი უფროსი ძმა, მეჰმედ III. ოსმალური ტრადიციების მიხედვით, სულთან მეჰმედს ძმები სიკვდილით უნდა დაესაჯა. ასეც მოხდა, მაგრამ იაჰია სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს, რადგან დედამისმა ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი ბულგარეთში გადამალა. იქ 8 წელი ცხოვრობდა მონასტერში და ქრისტიანადაც კი მონათლეს.[1]

1603 წელს, სულთან მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტი დაიკავა მისმა 13 წლის ვაჟმა, აჰმედ I-მა. იაჰიამ მოლაპარაკებები გამართა ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის მონარქებთან და დახმარებას სთხოვდა ტახტზე ასასვლელად. 1614 და 1617 წლებში მან მოლაპარაკებები გამართა სერბეთისა და კათოლიკური ეკლესიების ეპისკოპოსებთან. რამდენიმე წლის შემდეგ, კაზაკთა არმიის დახმარებით, მან სცადა ტახტის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ.

გარდაიცვალა 1649 წელს.

სულთან მეჰმედ III-ის ვაჟი

რედაქტირება

არსებობს ვერსია, რომ იაჰია იყო სულთან მეჰმედის ვაჟი,. იაჰიას ასევე უწოდებდნენ ალექსანდრეს, იაქიას, ისქენდერს...

1629 წელს, იაჰიამ ცოლად შეირთო ანა კატერინა, რომელიც იყო გეორგ კასტრიოტის შთამომავალი. მათი შვილები იყვნენ: მაურიციო, ალესანდრო და ელენა.

კულტურაში

რედაქტირება

2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში დიდებული საუკუნე: ქიოსემში, შეჰზადე ისქენდერის როლს განასახიერებს თურქი მსახიობი ბერქ ჯანქათი.

  1. [Malcolm, 2002 , გვ. 121-122.]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაჰია_(შეჰზადე)“-დან