იახტენის ხიდი (რუს. Яхтенный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე დიდ ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს პრიმორსკის რაიონის სამხრეთ სანაპიროსა და კრესტოვსკის კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროს. ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში.

იახტენის ხიდი
რუს. Яхтенный мост
კოორდინატები: 59°58′41″ ჩ. გ. 30°12′48″ ა. გ. / 59.97806° ჩ. გ. 30.21333° ა. გ. / 59.97806; 30.21333
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია დიდი ნევკა
თაღების რაოდენობა 11
სიგრძე 940 
სიგანე 17 
გზის ხაზების რაოდენობა 2
მშენებლობის დაწყების თარიღი 2016
მშენებლობის დასრულების თარიღი 2017
გახსნის თარიღი 2017 წ.
იახტენის ხიდი — რუსეთი
იახტენის ხიდი
იახტენის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
იახტენის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ხიდი არ იხსნება. მისი სიგრძეა 940 მეტრი, ხოლო სიგანე — 17 მეტრი. აქვს საფეხმავლო ტროტუარი, რომლის სიგანეა 2.25 მეტრი, ველოსიპედის გზა — 3,5 მეტრი სიგანის და ასევე 2 ხაზი საავტომობილო მოძრაობისათვის, განკუთვნილი მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტისათვის. ასევე აქვს ორი დასათვალიერებელი მოედანი ფინეთის ყურის მხარეს, ზომებით 9,2×3,25 მ.

ხიდი არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მთავარი ელემენტი, რომელიც აუცილებელი იყო 2017 წლის კონფედერაციის თასისა და 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად. ამის გამო ხიდის დაპროექტება დაიწყო 2012 წელს. პირველ ეტაპზე პროექტირებას უნდა გადაეწყვიტა ნაოსნობის საკითხი, რადგან ამ მონაკვეთზე გადიოდნენ დიდი გემები და მცირე სასეირნო იახტები. ამისათვის საპროექტო ორგანიზაცია განიხილავდა 46 მეტრი სიგანის გასახსნელ მალას, ხოლო თავად ხიდის სიგრძე იქნებოდა 500 მეტრი და გაივლიდა წყლის დონიდან 15 მეტრზე, ხიდს ექნებოდა საფეხმავლო და ველოსიპედის ტრასები, ასევე ტრანსპორტის ერთი ზოლი სამსახურებრივი მანქანებისთვის. ქალაქის ბიუჯეტის თანხების არ ქონის გამო ხიდის გეგმა გადაამუშავეს. სხვადასხვა მიზეზით, მშენებლობისათვის ინვესტორის მოზიდვა შეუძლებელი გახდა. დაიწყო ახალი კონცეფციის შემუშავება — ვარაუდობდნენ, რომ ხიდი გახსნილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტისათვისაც, მაგრამ გასვლა ფასიანი ყოფილიყო, ფასი 300-500 რუბლი. ამის გამო დამპროექტებლებს მოუწიათ ხიდის პროექტის გადამუშავებამ, დაამატეს კიდევ ერთი სავალი ნაწილი. ქალაქის ხელისუფლებამ ახლაც ვერ შეძლო შეთანხმება ინვესტორებთან.

იმის შიშით, რომ შეჯიბრი არ გადაეტანათ სხვა ქალაქში, სანქტ-პეტერბურგის ხუთმა უმსხვილესმა საგზაო კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით აეშენებინათ ხიდი და შემდგომში საჩუქრად გადაეცა ქალაქისთვის. ამის შემდეგ 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო ხიდის მშენებლობა. ამავე წლის 20 დეკემბერს დასრულდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო შემდეგი დამხმარე სამუშაოები, როგორიცაა განათება, კეთილმოწყობა და სხვა დასრულდა 2017 წლის დეკემბერში. ხიდის ოფიციალური გახსნა მოხდა 2017 წლის 27 მაისს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Безручко И. Самый патриотичный мост // Дороги. Инновации в строительстве : журнал. — СПб.: ТехИнформ, 2016. — № 55. — С. 89—91.
  • Алыбин В. Мост достижений // Дороги. Инновации в строительстве : журнал. — СПб.: ТехИнформ, 2017. — № 62. — С. 42—44.
  • Горюнов А. Е., Семенов В. С., Солодовникова И. И. Яхтенный мост — самый высокий и самый протяжённый пешеходный мост Петербурга // Вестник. «Зодчий. 21 век» : журнал. — СПб.: Зодчий, 2017. — № 2 (63). — С. 49—51. — ISSN 2070-6774.
  • Постановление Правительства Санкт-Петербурга от 29.03.2018 № 230 (PDF). Правительство Санкт-Петербурга (2018). Проверено 30 января 2019.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება