იაშილქოლი
იაშილქოლი[1] (ტაჯ. Яшилкӯл) — მაღალმთიანი ტბა ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. გაწოლილია სამხრეთ პამირში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ალიჩურის ქედებს შორის, ზღვის დონიდან 3734 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 36,1 კმ². მაქსიმალური სიღრმე 50 მ. საზრდოობს თოვლისა და მყინვარული წყლით. წარმოიქმნა ჩამონაზვავის შედეგად, რომელმაც გზა გადაუღობა მდინარე ღუნდს.[2] ტბის ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო XIII საუკუნემდე, რაზეც ტბის კლდეებზე არსებული გაშიფრული არაბული წარწერები მეტყველებს.[3] იაშილქოლიდან გამოედინება მდინარე ფანჯის მარჯვენა შენაკადი ღუნდი. ტბის წყალი მტკნარია. ზამთარში იყინება. ტბაში გვხვდება მარინკა და გოჭალა.[4]
იაშილქოლი | |
---|---|
ტბა იაშილქოლი | |
კოორდინატები: 37°45′ ჩ. გ. 72°53′ ა. გ. / 37.750° ჩ. გ. 72.883° ა. გ. | |
მდებარეობა | ტაჯიკეთი |
ტერიტორიული ერთეული | მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3734 მ |
სიგრძე | 20 კმ |
სიგანე | 3,3 კმ |
მოცულობა | 0,45 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 50 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ღუნდი |
გამომდინარე მდინარე | ღუნდი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იაშილქოლი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ იაშილქოლი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ იაშილქოლი // გეოგრაფიის ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ Краткая географическая энциклопедия, Том 5, Ст., 544, Г. 1966.