იასონ ჯავახიშვილი

იასონ ვლადიმერის ძე ჯავახიშვილი (დ. 1887, თბილისი, — გ. 1 ნოემბერი, 1937, ქ. ტარა, ომსკის ოლქი, რსფსრ) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1920-იანი წლების დასაწყისში იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში, 4 სექტემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა შიომღვიმეში. 1925 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ მიუსაჯა დახვრეტა, რომელიც შეეცვალა 10-წლიანი პატიმრობით და „სასტიკი იზოლაციით“. გადაასახლეს ომსკის ოლქში. ცხოვრობდა ქალაქ ტარაში. 1937 წლის მასობრივი რეპრესიების დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია ომსკის საოლქო სასამართლოს მიერ 1957 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016. ISBN 9789941094361;
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012;
  • Забвению не подлежит: Книга памяти жертв политических репрессий Омской области. Д-И. Омское книжное издательство. 2001. - Том 3.