იაპონური ტერიერი (იაპონ. 日本テリア) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVIII საუკუნეში.

იაპონური ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
თვისებები
წონა 4,3-6 კგ.
სიმაღლე 32,5-33,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ჯიში გაჩნდა ადგილობრივი ძაღლებისა და XVIII საუკუნეში იაპონიაში ნიდერლანდელების მიერ ჩაყვანილი გლუვბალნიანი ფოქსტერიერების შეჯვარებით. იაპონური ტერიერების სისტემატური გამრავლება მხოლოდ 1930_იან წლებში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტური, ათლეტური აღნაგობის იაპონური ტერიერები კარგი მონადირეები არიან მათი რაოდენობა მცირდება. საქმის ასეთი ვითარებით შეწუხებულმა იაპონელმა კინოლოგებმა ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მთავარი მიზანი ამ ჯიშის გადარჩენაა.

დახვეწილი და ელეგანტური ტერიერი აღნაგობით გრძელფეხება მწევრებს მოგვაგონებს. იაპონურ ტერიერს აქვს ძალიან მოკლე ბალანი, ამიტომ ცუდად იტანს სიცივეს. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ადვილად ეგუება სიცხეს და ქალაქის პირობებს. კარგი მოდარაჯეა. იაპონურ ტერიერს აქვს ძლიერი კისერი, არც ისე დიდი ყურები, გრძელი, სწორი ფეხები. პატარა თავი დაფარულია მუქი, მოკლე, მბზინავი, შავი ბალნით. ამ მუქ ფონზე საშუალო ზომის მუქი თვალები ძნელად გასარჩევია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება