იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი (JLPT)

იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი არის გამოცდის ერთ-ერთი ნაირ-სახეობა იაპონურ ენაში. ტესტი განკუთვნილია იმ უცხოელთათვის, ვისთვისაც იაპონური არ არის მშობლიური ენა, არამედ შეისწავლის მას, როგორც მეორე, მესამე და ა.შ. უცხოურ ენას.

იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტის სტანდარტი 1984 წელს შეიმუშავეს იაპონიის ფონდში [kokusai kōryū kikin] 国際交流基金, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ენის დაუფლების დონის საფეხურებრივი კვალიფიკაცია. ეს ტესტი ძირითადად ადგენს გამოსაცდელი პირის წერა-კითხვისა და აუდირების უნარ-ჩვევებს.

გამოცდის სახელწოდება

რედაქტირება

იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი იაპონური სახელწოდებაა [nihongo nōryoku shiken] 日本語能力試験, მაგრამ უცხოელთა შორის უფრო გავრცელებულია მისი ინგლისურენოვანი სახელწოდება, – Japanese Language Proficiency Test. შესაბამისად გავრცელებულია ინგლისური აბრევიატურაც JLPT, ანუ ჯეი-ელ-ფი-თი.

გამოცდის შინაარსი

რედაქტირება

ტესტი იყოფა ოთხ განსხვავებულ დონედ, რომელსაც იაპონურად [kyū] კჲუ ეწოდება.

ჯეტროს ტესტის შეფასების კრიტერიუმები
დონე ნაწილები ხანგრძლივობა ქულები შინაარსი მონაწილეთა (2006) აკადემიური
წარმატებების პროცენტული კვოტა
1


ikkyū
იკკჲუ:

წერითი ვოკაბულარი
აუდირება
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა
მთლიანად
40 წუთი
45 წუთი
90 წუთი
180 წუთი
100
100
200
400

(ზედა საფეხური(上級))

  • 2.000 კანჯი
  • 10.000 სიტყვა
  • 900 აკადემიური საათი
  • ჩასაბარებლად საჭიროა: 70%
მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
იაპონიაში:
უცხოეთში:
მთლიანად:
36.167
99.181
135.348
(45,9%)
(32,0%)
(35,7%)
2


nikyū
ნიკჲუ:

წერითი ვოკაბულარი
აუდირება
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა
მთლიანად
35 წუთი
40 წუთი
70 წუთი
145 წუთი
100
100
200
400

(საშუალო საფეხური (中級))

  • 1.000 კანჯი
  • 6.000 სიტყვა
  • 600 აკადემიური საათი
  • ჩასაბარებლად საჭიროა: 60%
მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
იაპონიაში:
უცხოეთში:
მთლიანად:
22.875
117.993
140.868
(44,5%)
(33,0%)
(34,9%)
3


sankyū
სანკჲუ:

წერითი ვოკაბულარი
აუდირება
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა
მთლიანად
35 წუთი
35 წუთი
70 წუთი
140 წუთი
100
100
200
400

(საწყისი საფეხური (初級))

  • 300 კანჯი
  • 1.500 სიტყვა
  • 300 აკადემიური საათი
  • ჩასაბარებლად საჭიროა: 60%
მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
იაპონიაში:
უცხოეთში:
მთლიანად:
11.015
94.057
105.072
(72,3%)
(60,1%)
(61,4%)
4


yonkyū
ჲონკჲუ:

წერითი ვოკაბულარი
აუდირება
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა
მთლიანად
25 წუთი
25 წუთი
50 წუთი
100 წუთი
100
100
200
400

(საბაზისო ცოდნა (初級前半))

  • 100 კანჯი
  • 800 სიტყვა
  • 150 აკადემიური საათი
  • ჩასაბარებლად საჭიროა: 60%
მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
იაპონიაში:
უცხოეთში:
მთლიანად:
2.823
53.249
56.072
(75,7%)
(61,3%)
(62,1%)

ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდის მონაწილეებს მიეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი იაპონიის ფონდისაგან (The Japan Foundation). სერტიფიკატების გაცემა ცენტრალიზებული წესით ხდება. სერტიფიკატების მიღების დრო ერთ წლამდეა გასაზღვრული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება