იან ობლაკი
იან ობლაკი (დ. 7 იანვარი, 1993, შკოფია-ლოკა, სლოვენია) — სლოვენიელი ფეხბურთელი. მადრიდის „ატლეტიკოსა“ და სლოვენიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე. ობლაკი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[3]
იან ობლაკი 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იან ობლაკი[1] | ||
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | შკოფია-ლოკა, სლოვენია | ||
სიმაღლე | 188 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ატლეტიკო მადრიდი | ||
ნომერი | 13 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | ოლიმპია ლიუბლიანა | 34 | (0) |
2010–2014 | ბენფიკა | 16 | (0) |
2010 | → ბეირა-მარი | 0 | (0) |
2011 | → ოლიანენსე | 0 | (0) |
2011–2012 | → უნიან ლეირია | 16 | (0) |
2012–2013 | → რიუ ავე | 28 | (0) |
2013 | ბენფიკა B | 2 | (0) |
2014– | ატლეტიკო მადრიდი | 226 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 | სლოვენია 15 წლ. | 1 | (0) |
2009 | სლოვენია 16 წლ. | 2 | (0) |
2010–2012 | სლოვენია 20 წლ. | 4 | (0) |
2009–2013 | სლოვენია 21 წლ. | 18 | (0) |
2012– | სლოვენია | 36 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
17 წლის ასაკში ობლაკი შეუერთდა პორტუგალიურ „ბენფიკას“ და იყო გუნდის წევრი 2013–14 წლების სეზონში, როდესაც გუნდმა საშინაო დონეზე ტრებლი მოიგო. მოგვიანებით შეუერთდა მადრიდის „ატლეტიკოს“, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ და გახდა ლა ლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე. 2015–16 წლების სეზონში მოიგო რიკარდო ზამორას ჯილდო, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში 18 გოლი გაუშვა. სამი სეზონის განმავლობაში ის კვლავ იგებდა ჯილდოს. 2017 და 2018 წლებში ნომინირებული იყო ოქროს ბურთზე.[4][5]
მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით ჩაატარა 250-ზე მეტი შეხვედრა და გუნდთან ერთად მოიგო 3 ტიტული, მათ შორის უეფა-ს სუპერთასი (2018) რომლის ფინალშიც გუნდმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.[6]
ობლაკის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2012 წელს შედგა. ობლაკი სლოვენიის წლის ფეხბურთელად ხუთჯერ დაასახელეს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიან ობლაკი დაიბადა სლოვენიელი მამის, მატიაჟ ობლაკისა და ბოსნიელი სერბი დედის, სტოიანკა მაიკიჩის ოჯახში.[7][8] მისი უფროსი და, ტეია ობლაკი დაიბადა 1990 წელს. ტეია პროფესიონალი კალათბურთელია და სლოვენიის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი მადრიდის „ატლეტიკოს“ საიტზე დაარქივებული 2016-10-24 საიტზე Wayback Machine.
- პროფილი საიტზე BDFutbol.com (ინგლისური)
- იან ობლაკი — Soccerway
- იან ობლაკი — National-Football-Teams.com
- NZS profile
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Acta del Partido celebrado el 27 de abril de 2019, en Madrid es. Royal Spanish Football Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 17 June 2019
- ↑ Jan Oblak. Atlético Madrid. ციტირების თარიღი: 28 August 2020
- ↑ April 2020, Ed McCambridge 10. Ranked! The 10 best goalkeepers in the world en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2020-10-15
- ↑ Cristiano Ronaldo wins fifth Ballon d'Or to equal Lionel Messi's record. Guardian (7 December 2017). ციტირების თარიღი: 8 December 2017
- ↑ Ballon d'Or 2018: Luka Modric and Ada Hegerberg win awards – as it happened. Guardian (3 December 2018). ციტირების თარიღი: 4 December 2018
- ↑ Emma Sanders. (15 August 2018) Real Madrid 2–4 Atlético Madrid. BBC Sport. ციტირების თარიღი: 16 August 2018
- ↑ 7.0 7.1 Aarons, Ed. Slovenia's Jan Oblak is ready and willing to be a fly in England's ointment (5 October 2017). ციტირების თარიღი: 25 February 2019
- ↑ Simpatična babica Jana Oblaka iz BiH stiska pesti za vnuka sl. Siol (13 June 2019). ციტირების თარიღი: 25 February 2019