იან-მაიენი
იან-მაიენი (ნორვ. Jan Mayen) — ნორვეგიის კუნძული გრენლანდიის ზღვასა და ნორვეგიის ზღვას შორის. მდებარეობს ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა.
იან-მაიენი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დედაქალაქი | ლონგირი 71°02′ ჩ. გ. 08°13′ დ. გ. / 71.033° ჩ. გ. 8.217° დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ოლონკინბიენი | |||||
ოფიციალური ენა | ნორვეგიული | |||||
რელიგია | ლუთერანობა | |||||
მთავრობა | ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები | |||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 377 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | შეფასებით | 0 (18 დროებითი მაცხოვრებელი) | ||||
ვალუტა | ნორვეგიული კრონა (NOK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
Internet TLD | .no |
ისტორია
რედაქტირებაამ მიგდებულ კუნძულს ნიდერლანდელი ვეშაპმჭერი კაპიტნის სახელი ეწოდა, რომელმაც კუნძული 1614 წელს აღმოაჩინა (უფრო ადრეული პრეტენზიები ჰენრი ჰუდსონს ჰქონდა (1607 წ.); ჟან ფლორიკს (1612 წ.); მომდევნო საუკუნეებში კუნძულზე მხოლოდ ვეშაპებზე მონადირეები თუ ხვდებოდნენ, ისიც, იშვიათად. კუნძული ნორვეგიის მმართველობის ქვეშ არის 1929 წლიდან. დიდი ხნის მანძილზე მთვლემარე ვულკანმა ბირენბერგმა, რომელიც ზღვის დონიდან 2277 მეტრზე იმყოფება, 1970 წელს მორიგი ამოფრქვევა განახორციელა. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე აქტიური ვულკანი.
გეოგრაფია
რედაქტირებაკლიმატი: პოლარული ზღვაური ხშირი შტორმებითა და მდგრადი ნისლით.
რელიეფი: ვულკანური წარმოშობის კუნძული. ნაწილობრივ ყინულით არის დაფარული. სანაპირო ზოლის სიგრძე: 124,1 კმ. მაქსიმალური სიმაღლე: ბარენბერგი (მეფე ჰოკონ VII-ს მთა) — ზღვის დონიდან 2277,3 მეტრი.
მოსახლეობა
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობა არ არსებობს. კუნძულზე შორეული ნავიგაციის (Loran-C) სადგურის მომსახურე პერსონალის 18 წევრი ცხოვრობს.
ენა: ნორვეგიული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ledgard, J.M. (2011) Submergence Coffee House Press.
- Umbreit, Andreas (2005) Spitsbergen : Svalbard - Franz Josef Land - Jan Mayen, 3rd ed., Chalfont St. Peter : Bradt Travel Guides, ISBN 1-84162-092-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იან-მაიენი საიტზე Curlie
- www.jan-mayen.no დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
- jan.mayen.no