იანიქ-თეფე — მრავალფენიანი ნამოსახლარი გორა. მდებარეობს ურმიის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროდან 30 კმ-ში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სოფელ ტაზეჰ-კანდის ახლოს, ირანი. ნამოსახლარის ფართობია დაახლოებით 81 ათასი მ². იგი აღმოაჩინა ჩარლი ბარნიემ. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1960, 1961 და 1962 წლებში.

იანიქ-თეფე დასახლებული იყო ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანში. ამის შემდეგ იგი ხელახლა აითვისეს ძვ. წ. I ათასწლეულში. ენეოლითის ფენა წრმოდგენილია ოთხკუთხა ალიზის ნაგებობებით და დამახასიათებელი მოწითალო კერამიკით. ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში მკვიდრდება მრგვალი ნაგებობები და მუქი კერამიკა.

ჩ. ბარნეის იანიქ-თეფეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ მეცნიერების ყურადღება მტკვარ-არაქსის კულტურაზე გამახვილდა. ნამოსახლარი კანიქ-თეფე ჰაფტავან-თეფესთან, გოითეფესთან და ჰასანლუსთან ერთად წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მრავალფენიან ძეგლს ირანში, სადაც კავკასიური წარმომავლობის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ფენები არის წარმოდგენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება