იანის სტრადინიში ( ლატვ. Jānis Stradiņš, საბჭოთა პერიოდის დოკუმენტების მიხედვით იან სტრადინი ; 1933—2019) — საბჭოთა და ლატვიელი მეცნიერი ფიზიკა-ორგანული ქიმიის დარგში; ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი, ნამდვილი წევრი და პრეზიდენტი (1998-2004 წწ.) ლატვიის მეცნიერების ისტორიკოსი.

იანის სტრადინიში
ლატვ. Jānis Stradiņš
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1933(1933-12-10)[1]
დაბ. ადგილი რიგა[1]
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი, 2019(2019-11-29) (85 წლის)
გარდ. ადგილი რიგა
მოქალაქეობა  სსრკ
 ლატვია
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, historian of science და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი Latvian Institute of Organic Synthesis, ლატვიის უნივერსიტეტი, რიგის სტრადინიშის უნივერსიტეტი და Latvian Academy of Sciences
ალმა-მატერი Riga State German Grammar School და University of Latvia Faculty of Chemistry
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა პაულს სტრადინიში
შვილ(ებ)ი Pauls Stradiņš Jr
ჯილდოები ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის დიდი მედალი, სამი ვარსკვლავის ორდენი, Cross of Recognition, Pauls Stradiņš Prize[2] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1933 წლის 10 დეკემბერს რიგაში, აკადემიკოს პაველ სტრადიშის ვაჟი.

დაამთავრა რიგის მე-5 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს.

იანის სტრადინიში 1961 წლიდან მუშაობდა ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ორგანული სინთეზის ინსტიტუტში. იქ შექმნა ფიზიკურ-ორგანული ქიმიის ლაბორატორია, რომელსაც 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა.

1972 წლიდან 1976 წლამდე ასწავლიდა ლატვიის უნივერსიტეტში, 1974 წელს გახდა პროფესორი.

1990-იან წლებში მუშაობდა ლატვიის ისტორიის ინსტიტუტში, ხოლო 1992 წლიდან რიგის სტრადინიშის უნივერსიტეტში .

1975-1985 წლებში იყო საერთაშორისო ჟურნალის ჰეტროციკლური ნაერთების ქიმიის“ მთავარი რედაქტორი.

1996-1998 წლებში იყო ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1998-2004 წლებში — პრეზიდენტი.

1992 წელს იანის სტრადინიში გახდა ლატვია-ბალტიისპირეთ-გერმანიის კულტურული საზოგადოების — Domus Rigensis- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისტორიკოს გერტ ფონ პისტოლკორსთან, ადვოკატ დიტრიხ ანდრეი ლობერთან, ჟურნალ Baltische Briefe-ს გამომცემელ ვოლფ ფონ კლაისტთან ერთად, გერმანიის მხრიდან გენეალოგიის სპეციალისტ ვილფრიდ შლაუსთან, თეოლოგ კლაუს ფონ ადერკასთან და ლატვიის მხრიდან ისტორიკოსებთან პეტერ კრუპნიკოვთან, ილგვარ მისანსთან, რუნდალის მუზეუმის დირექტორ იმანტს ლანკმანისთან ერთად. [3]

2004 წელს სტრადიში აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის სენატის თავმჯდომარედ.

2006 წლიდან — სახელმწიფო კვლევითი პროგრამის „ ლეტონიკას“ თავმჯდომარე, ლატვიის მეცნიერებისა და კულტურის ისტორიკოსი.[4]

ოჯახი რედაქტირება

იანის სტრადინიშს ჰყავდა მეუღლეა ლაიმა სტრადინა; შვილები — პაულს სტრადინიში (ფიზიკის პროფესორი) და პეტერის სტრადინიში (კარდიოქირურგი).

დამსახურებები და ჯილდოები რედაქტირება

  • იანის სტრადინიში არის ლატვიის არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულების საპატიო დოქტორი, ასევე უცხოური ორგანიზაციების საპატიო წევრი. იგი დაჯილდოებულია ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის დიდი მედლით (1983), სამი ვარსკვლავის ორდენით, II ხარისხის (1995) და პირველი ხარისხის აღიარების ჯვრით (2008). ასევე მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები: საფრანგეთის საპატიო ლეგიონის (2001), ესტონეთის მარიამის მიწის ჯვრის ორდენი (2004) და ლიეტუვის ღირსების ორდენი (2011). [5] იანის სტრადინიში 2010 წლიდან ბალტიის ასამბლეის სამეცნიერო პრიზის მფლობელია.

წიგნები რედაქტირება

გარდა 330 სტატიისა და 7 წიგნისა ფიზიკურ-ორგანული ქიმიის დარგში, აკადემიკოსმა სტრადინიშმა ასევე დაწერა 270 სტატია და 20 წიგნი ისტორიისა და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის შესახებ.

თანამშრომლობა კგბ-სთან რედაქტირება

2018 წლის 20 დეკემბერს ლატვიის ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა ლატვიის სსრ სუკ-ის ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტების ნაწილი. კგბ-ს აგენტებს შორის ირიცხებოდა ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ორგინთეზის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იანის სტრადინიში, რომელიც გადაბირებული იყო 1976 წლის 18 მარტს, 1-ლი განყოფილების თანამშრომლად (დაზვერვა). მეცნიერის ოპერატიული ფსევდონიმი იყო „ეგლე“. გამოქვეყნების მომენტში საარქივო დოკუმენტებში არ იყო გამჟღავნებული რეკრუტირების გარემოებები და დაზვერვის სამსახურთან ფაქტობრივი თანამშრომლობის ხარისხი.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119313030 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Vēsture - Paula Stradiņa Medicīnas vēstures muzejs
  3. Cпаритис, Оярс. (2015-07-06) Latviešu-vācbaltiešu kultūras biedrībai Domus Rigensis - 24 gadi - HSZN. Латвийская академия наук. ციტირების თარიღი: 2020-08-12.
  4. Nekrologs akadēmiķim Jānim Stradiņam
  5. Janis STRADINŠ. Apdovanotų asmenų duomenų bazė