იანის კრუმინში
იანის კრუმინში (ლატვ. Jānis Krūmiņš; დ. 30 იანვარი, 1930 — გ. 20 ნოემბერი, 1994 ) — საბჭოთა-ლატვიელი პროფესიონალი კალათბურთელი. მისი სიმაღლის წყალობით (220 სანტიმეტრი) ის ევროპაში პირველი „გიგანტი“ ცენტრი იყო. როგორც საბჭოთა კავშირის უფროსთა ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, კრუმინშმა მოიპოვა სამო ოქროს მედალი 1953, 1961 და 1963 წლებში გამართულ ევრობასკეტის ჩემპიონატზე. მან ასევე მოიპოვა სამი ვერცხლის მედალი 1956, 1960 და 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამართულ კალათბურთის ჩემპიონატებზე.
იანის კრუმინში | |||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იანის კრუმინში 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე | |||||||||||||||||||||||||||||||
ცენტრი | |||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||
დაიბადა |
30 იანვარი, 1930 რაისკუმს-პარიში, ლატვია | ||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ლატვიელი | ||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 220 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 141 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||
კარიერა | |||||||||||||||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 1954–1969 | ||||||||||||||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||||
1954–1964 | რიგას ASK | ||||||||||||||||||||||||||||||
1964–1969 | VEF რიგა | ||||||||||||||||||||||||||||||
მედლები
|
2006 წელს, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საზოგადოებამ კრუმინში საბჭოთა კავშირის ყველა დროის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელა, არვიდას საბონისისა და ვლადიმერ ტკაჩენკოს შემდეგ.[1]
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაიანის კრუმინში დაიბადა 30 იანვარს, 1930 წელს, რაისკუმს-პარიშში, ცესის ოლქში, ლატვიაში. მამამისი იანისის ბავშვობაში გარდაიცვალა. 13 წლის ასაკში კრიმიჩს მოუწია ემუშავა და ხის ფისის შეგროვება დაიწყო. ის ძალიან მალე დააწინაურეს, რადგან 14 წლის ასაკში უკვე ორი მეტრის სიმაღლის იყო და ეს კრუმინშს მუშაობაში ხელს უწყობდა. მას მოსწონდა მისი სამუშაო და ერთი პერიოდი კალათბურთის თამაშის დაწყებაზე ყოყმანობდა. მოგვიანებით იანისმა განაცხადა, რომ შესაძლებელია კალათბურთს თამაშისას დაზიანებულიყო და კარიერა დაესრულებინა, მაგრამ ფისის შემგროვებლად ყოველთვის შეძლებდა მუშაობას. მისი სიმაღლის გამო კრუმინშმა მრავალი მწვრთნელის ყურადღება მიიქცია, მათ შორის იყვნენ ჭიდაობის, კრივისა და მძლეოსნობის წარმომადგენლები. ცნობილმა საბჭოთა მძლეოსნობის მწვრთნელმა, ვიქტორ ალექსეიევმა იანისი ერთი თვის გამნავლობაში მძლეოსნობის სავარჯიშო ბანაკში წაიყვანა. მწვრთნელების ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კრუმინში დაინტერესებული არ იყო.[2][3]
1953 წელს კრუმინში აღმოაჩინა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელინსკიმ და ის მიიყვანა საკალათბურთო კლუბ რიგა ASK-ში.[2][3] გომელინსკი ცდილობდა რიგა ASK იმდროინდელი ლატვიის საუკეთესო კლუბად ჩამოეყალიბებინა, რის გამოც მას ძლიერი მოთამაშე სჭირდებოდა ცენტრის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ კრუმინშს ადრე არასდროს უთამაშია კალათბურთი, გომელინსკს მისი პოტენციალის სჯეროდა და გუნდის თამაშის დაწყებამდე, ყოველდღიურად ორ საათს პერსონალურად იანისის ვარჯიშს ანდომებდა.
მისი სიმაღლე იანისს ყოველდღიურობაში ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა. მას ხელი ეშლებოდა შესაბამისი ზომის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის პოვნაში. საბედნიეროდ, კრუმენში საბჭოთა კავშირის მარშალმა, ივანე ბაგრამიანმა აღმოაჩინა. ბაგრამიანი სპეციალურად მაღალ სპორტსმენებთან მუშაობდა და სპეციალურად იანისისთვის 3 მეტრის სიგრძის საწოლი შეუკვეთა. ის სპეციალურად კრუმინშისთვის ამზადებინებდა ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელს.
ეროვნული ნაკრები
რედაქტირებაკრუმინში 1955 წელს საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრების წევრი გახდა.[2] ის 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირის დომინანტი ცენტრი იყო და იანისი დაეხმარა თავის გუნდს ჩემპიონატის ფინალში გასვლასა და ვერცხლის მედლის მოპოვებაში. მან დაახლოებით 10 წელი ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და მათთან ერთად მოიგო ევრობასკეტი და მოიპოვა ოქროს მედალი 1959, 1961 და 1963 წლების ჩემპიონატებზე.[4] მან ასევე მოიგო ვერცხლის მედალი 1956, 1960 და 1964 წლების ოლიმპიურ თამაშებზე. იანისმა ასევე ითამაშა 1959 წელს გამართულ ფიბას მსოფლიო ჩემპიონატზე.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიანის კრუმინში თავის მეუღლეს, ინესას შემთხვევით შეხვდა. 1960 წელს, როდესაც იგი მოქანდაკედ მუშაობდა, მას ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით კრუმინშის ძეგლის გაკეთება დაავალეს. წყვილს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. კალათბურთის თამაშიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, კრუმინში ოჯახურ ბიზნესზე მუშაობდა და ცნობილი ლითონზე მომუშავე გახდა.[6] იანისი გარდაიცვალა 1994 წლის 20 ნოემბერს, 64 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ЛУЧШИЕ ИГРОКИ ВЕКА ru. Sport Express.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Alexander Gomelsky (2002). Энциклопедия баскетбола (Basketball encyclopedia) (ru). М.: ФАИР-ПРЕСС. ISBN 5-8183-0374-8.
- ↑ 3.0 3.1 Янис Круминьш ru. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ Ianis KROUMINCH (URS).
- ↑ Yan KRUMINS (URS).
- ↑ Krumins at work. baltic-course.com.