ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იანვარ ნასიროვი (აზერ. Yanvar Nəsirov, სრული სახელი:Nəsirov Yanvar Şirəli oğlu; დ. 6 იანვარი 1957, გულაბლი,აღდამის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 20 იანვარი 1990, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) – ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

იანვარ ნასიროვი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1957
გულაბლი, აღდამის რაიონი,აზერბაიჯანის სსრ,სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1957 წლის 1 იანვარს აღდამის რაიონის სოფელ გულაბლიში. 1974 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1974 წელს შევიდა ბაქოს საგანმანათლებლო-საკურსო კომბინატში და 1975 წელს დაამთავრა მებათქაშე-მღებავის სპეციალობით. 1976-1978 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ლენინგრადში. 1979 წლიდან მუშაობდა „კომსომოლსკვოდსტროის“ ტრესტში სარატოვის ოლქში. 1980-1983 წლებში მუშაობდა სარატოვის ოლქის მარქსის რაიონში, კოლმეურნეობა „პობედაში“ საწარმოო ობიექტების მშენებლობაში.