იამანთაუ
იამანთაუ (ბაშკ. Ямантау, რუს. гора Ямантау) — მთა რუსეთში, ბაშკირეთში. მდებარეობს ურალის მთებში. ბაშკირულად მისი სახელი ნიშნავს — „ბოროტი მთა“ (Яман тау). მისი სიმაღლეა 1640 მეტრი და ის სამხრეთი ურალის უმაღლესი მწვერვალია. ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ იქ განლაგებულია საიდუმლო ატომური ან კომუნიკაციების სამხედრო ბაზა.[1] მთასთან ახლოს მდებარეობს სამხედრო ქალაქი მეჟგორიე.
იამანთაუ | |
---|---|
იამანთაუ | |
კოორდინატები: 54.255° ჩ. გ. 58.102° ა. გ. / 54.255° ჩ. გ. 58.102° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 1640 მ |
ქედი | სამხრეთი ურალი |
საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, 1990-იან წლებში, მთის ტერიტორიაზე ამერიკის სატელიტმა დიდი გათხრები დააფიქსირა.[1] მოწყობილობის თავზე აშენდა ორი გარნიზონი (შესაძლოა მესამეც) და 1995 წელს მეჟგორიე დახურულ ქალაქად გამოცხადდა. ქალაქში დაახლოებით 30,000 ადამიანი ცხოვრობს. ამერიკამ რუსეთს მთავრობისგან მთასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე რამდენიმე განსხვავებული პასუხი მიიღო.[2] ამბობდნენ, რომ ეს იყო: მაღარო, საკვების მარაგის შესანახი და ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერი ლიდერებისთვის.[3] მთაში განთავსებულ მოწყობილობას დიდი ზომის სარკინიგზო ხაზი ემსახურება.[3]
რესურსებ ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Blair, Bruce G (May 25, 2003). „We Keep Building Nukes For All the Wrong Reasons“ (PDF). The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 February 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ „Yamantau, Beloretsk-15, Beloretsk-16, Alkino-2“, Weapons of Mass Destruction, Global Security, http://www.globalsecurity.org/wmd/world/russia/yamantau.htm.
- ↑ 3.0 3.1 Gordon, Michael R. (April 16, 1996). „Despite Cold War's End, Russia Keeps Building a Secret Complex“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 February 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება)