იამაიკის გერბიიამაიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. პრაქტიკულად წარმოადგენს 1661 წლამდე არსებულ ბრიტანული სამეფო ორდერის მცირეოდენ მოდიფიკაციას.

იამაიკის გერბი
დეტალები
მატარებელი დედოფალი ელისაბედ II
დამტკიცდა 1962 წელს.
ჩაფხუტი ოქროსფერი, უშუალოდ ფარის თავზე.
ფარი თეთრ ფონზე გამოსახულია წითელი ჯვარი, რომელზეც განლაგებულია ხუთი ანანასი (ერთი ცენტრში, თითო-თითო კი მკლავებზე).
ფარმჭერები ინდიელი კაცი (მარჯვნივ) და ქალი (მარცხნივ). კაცს მარცხენა ხელში მშვილდი უკავია, ხოლო ქალს - ხილის კალათა მარჯვენა ხელში, მეორე ხელით კი ფარს ეყრდნობიან.
დაფუძნება სადევიზე ლენტი.
დევიზი „OUT OF MANY, ONE PEOPLE” (ლათინური დამწერლობით)

ფარზე გამოსახული სიმბოლო — წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, ე.წ. წმინდა გიორგის ჯვარი, აღებულია გაერთიანებული სამეფოს დროშიდან და გამოხატავს რამდენიმესაუკუნოვან კავშირს იამაიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის. გერბზე გამოსახულ ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელში უჭირავთ ხილის კალათა და მშვილდი, რაც მათ ძირითად საქმიანობაზე (მიწათმოქმედება და მონადირეობა) მიგვანიშნებს.

გერბის ცვლილებები

რედაქტირება

იამაიკის გერბი მრავალჯერ შეცვლილა, მაგრამ მხოლოდ სამი მათგანია ოფიციალურად აღნიშნული 1906, 1957 და 1962 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება