იამაგუტის პრეფექტურა
(გადამისამართდა გვერდიდან იამაგუტი (პრეფექტურა))
იამაგუტი, (იაპ. 山口県), პრეფექტურა იაპონიაში, კ. ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 6.110,94 კმ2, მოსახლეობა 1.492.575 კაცი (2005). ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. იამაგუტი. ზედაპირი ბორცვიანი და დაბალმთიანია, სიმაღლე 989 მ-მდე. ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, ვაკეებია. იამაგუტი აგრარულ-ინდუსტრიული რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი. მოჰყავთ აგრეთვე ქერი, პარკოსანი და სხვა კულტურები. განვითარებულია მესანქონლეობა, თევზმჭერა (ქ. სიმონოსიკი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი თევსაჭერი ნავსადგურია). ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათსაშენი, კვების, მინა-კერამიკული მრეწველობა. მთავარი სამრეწველო ცენტრებია სიმონესეკი, უბე, ივაკუნი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 46.