იალომიცის ჟუდეცი
იალომიცის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Ialomiţa) — ჟუდეცი სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, ვლახეთის ისტორიულ ოლქში. მოქცეულია მდინარე იალომიცის აუზის ფარგლებში. ფართობი 4453 კმ², მოსახლეობა 258 669 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სლობოზია. აღმოსავლეთით ესაზღვრება კონსტანცის ჟუდეცი, დასავლეთით ილფოვის ჟუდეცი, ჩრდილოეთით ბრეილის, ბუზეუსა და პრაჰოვის ჟუდეცები, სამხრეთით კელერაშის ჟუდეცი.