იაკობ ხვედელიანი
იაკობ ხვედელიანი (დ. 1906, სოფ. ქრისტესი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 1978) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი. 1946–1978 წლებში საქართველოს სსრ II–VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1929–1931 წლებში ქ. ნიჟნე-დნეპროვსკის კარლ ლიბკნეხტის სახელობის ქარხანა, ტექნიკოს-მექანიკოსი; 1931 წლიდან — ქ. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხანა; 1937 წლიდან მუშაობდა ოსტატად თბილისის კიროვის სახელობის დაზგათსამშენებელი ქარხანაში, ხოლო 1943 წლიდან — მთავარ ინჟინერად. 1944 წლიდან — ამავე ქარხნის დირექტორი; 1948–1978 წლებში 30 წლის განმავლობაში თბილისის გიორგი დიმიტროვის სახელობის N 31 საავიაციო ქარხნის დირექტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი გამოგონების ავტორი. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა და ჩიხი.
ჯილდოები
რედაქტირება- 1960 — საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი
- 1966 — სოციალისტური შრომის გმირი
- 1967 — დამსახურებული რაციონალიზატორი
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 495, ISBN 99928-20-32-2.
- გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები, თბ., 2012, გვ. 168-169