იაკობ მუსხელიშვილი
იაკობ მუსხელიშვილი (დ. 1865 — გ. 1936) — ქართველი გენერალი.
იაკობ მუსხელიშვილი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1865 |
გარდაცვალების თარიღი | 1936 |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის 1904-1905 პირველი მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
წმინდა ანას III ხარისხის ორდენი წმინდა ანას II ხარისხის ხმლებით წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით |
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. პოდპორუჩიკი (1885), მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. ჯარში მსახურობდა 1884 წლიდან. პორუჩიკი (1889). შტაბსკაპიტანი (1895). კაპიტანი (1899). რუსეთ- იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1907). პოლკოვნიკი (1911, წარჩინებისთვის). 1913 წელს ყარსის ციხესიმაგრის არტილერიის I-III ბატარეების უფროსი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. მეთაურობდა მე-3 მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა ანას III ხარისხის, წმინდა ანას II ხარისხის ხმლებით, წმინდა სტანისლავის II ხარისხის, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლიდან იყო ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური. იმავე წლის თებერვალში წარმატებით განაიარაღა შავის ზღვის ფლოტის მეამბოხე ნაწილი, რისთვისაც გენერლის წოდება მიიღო. საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული საბჭოთა სპეცამსახურების მიერ. აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 289.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 81, ISBN 978-9941-0-7386-1.