ჰაკობ მანანდიანი

(გადამისამართდა გვერდიდან იაკობ მანანდიანი)

ჰაკობ მანანდიანი (სომხ. Հակոբ Մանանդյան; დ. 10 ნოემბერი, 1873, ახალციხე, — გ. 4 თებერვალი, 1952, ერევანი, სომხეთისომეხი ისტორიკოსი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი[1].

ჰაკობ მანანდიანი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1873
ახალციხე
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1952 (78 წლის)
ერევანი, სომხეთი
დაკრძალულია კომიტასის პანთეონი
40°09′36″ ჩ. გ. 44°30′07″ ა. გ. / 40.160111° ჩ. გ. 44.502111° ა. გ. / 40.160111; 44.502111
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერიასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ეთნიკურად სომეხი
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი, აკადემიკოსი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე
ჯილდოები
შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1873 წლის 10 ნოემბერს ახალციხეში, იგი იყო საბჭოთა კავშირისა და სომხეთის სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ჰაკობ მანანდიანმა 1897 წელს დაამთავრა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი. 1898 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი, ხოლო 1909 წელს — ტარტუს უნივერსიტეტი. 1919 წლამდე, ასწავლიდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა სკოლებში, სემინარიებსა და გიმნაზიებში. 1925 წელს გახდა პროფესორი, 1933 წელს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1943 წელს — სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. 1920-1930 წლებში, იგი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა.

ჰაკობ მანანდიანის ნაშრომები ეძღვნებოდა სომხეთის ისტორიის ანტიკურ და შუა საუკუნეების პერიოდს, ფილოლოგიასა და კულტურას. ჰაკობ მანანდიანი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და არის სომხეთის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ჰაკობ მანანდიანი გარდაიცვალა 1952 წლის 4 თებერვალს, 78 წლის ასაკში, ერევანში, სომხეთი. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში..

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება