იაკამარასებრნი (ლათ. Galbulidae) — ფრინველების ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. უმრავლესობა ბეღურის ტოლია. აქვთ წვრილი, გრძელი ნისკარტი, მოგრძო სხეული. რბილ და მარავალფერ ბუმბულ-საფარველს მკვეთრი ლითონისფერი ბზინვარება დაჰკრავს. იაკამარასებრთა ოჯახი 5 გვარის 18 სახეობაა.[1] გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში. ბუდობენ ფლატეებზე, სოროებში, ან ხის ფუღუროებში. დებენ 2-4 თეთრ, მრგვალ კვერცხს. დედალ-მამალი მორიგებით კრუხობს. ყველაზე გავრცელებული სახეობებია მწვანე იაკამარა (ლათ. Galbula viridis) და სამოთხის იაკამარა (ლათ. Galbula dea).

იაკამარასებრნი

სამოთხის იაკამარა (Galbula dea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galbulidae (Vigors, 1825)

ლიტერატურა

რედაქტირება