იეზდი
(გადამისამართდა გვერდიდან იაზდი)
იეზდი (სპარს. یزد) — ქალაქი ირანში, იეზდის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 1,074,428 ადამიანი. არის რკინიგზის სადგური და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქ ისპაანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაშორებულია 270 კმ-ში. იეზდი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, თავისი მკვეთრად აღმოსავლური სტილის მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, ბაზრებით, აბანოებითა და ალიზით ნაშენი სახლებით. ზოროასტრები მუსლიმებისგან განსხვავებულ, ფერად ტანისამოსს ატარებენ. იეზდი მოინახულა მარკო პოლომ, რომლის 1272 წლის ნაამბობით ეს იყო აყვავებუული ქალაქი აბრეშუმის განვითარებული წარმოებით.
ქალაქი | |
---|---|
იეზდი სპარს. یزد | |
ქვეყანა | ირანი |
კოორდინატები | 31°53′50″ ჩ. გ. 54°22′04″ ა. გ. / 31.89722° ჩ. გ. 54.36778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1216 მ |
მოსახლეობა | 1,074,428 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+03:30 |
სატელეფონო კოდი | 0351 |
ოფიციალური საიტი | yazd.ir |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- იეზდის საიტი
- GhoolAbad.com დაარქივებული 2016-08-31 საიტზე Wayback Machine.