იაელ სტოუნი
იაელ სტოუნი (ინგლ. Yael Stone; დ. 6 მარტი, 1985, სიდნეი, ავსტრალია) – ავსტრალიელი მსახიობი. აქტიურად მუშაობდა სიდნეის თეატრში, რის გამოც ორი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა მას განსაკუთრებული პოპულარობა Netflix-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ შესრულებულმა ლორნა მორელოს როლმა მოუტანა. იგი ასევე ცნობილია იმით, რომ იცავს კლიმატსა და მხარს უჭერს აბორტის უფლებებს.
ბავშვობა და განათლება
რედაქტირებაიაელ სტოუნი დაიბადა 1985 წლის 6 მარტს სიდნეიში. იგი არის არქიტექტორ ჰარი სტოუნისა და მისი ცოლის, ექთან ჯუდი სტოუნის შვილი[1]. აღსანიშნავია, რომ მამამისი ჩეხოსლოვაკეთში დაიბადა და წარმოშობით ჩეხი ებრაელია[2], რომლის ბებია-ბაბუაც ჰოლოკოსტის დროს გაიქცა ავსტრალიაში[3]. იაელის ორივე მშობელი წარმოშობით ებრაელია და იუდაიზმის მიმდევრები აირან[4]. მისი და-ძმა, ჯეიკ და ელენა სტოუნები, ორივენი მუსიკოსები არიან[5].
სასკოლო განათლების შემდეგ სტოუნმა სწავლა ავსტრალიის დრამატული ხელოვნების ეროვნულ უნივერსიტეტში გააგრძელა სამსახიობო მიმართულებით[6].
კარიერა
რედაქტირებასტოუნის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ მის ბავშვობაში დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში „მე, ჩემი თავი, მე“, რასაც მინისერიალ „ფერმაში“[5] მიღებული როლი მოჰყვა. ამის შემდეგ იგი ძირითადად სიდნეის თეატრში მუშაობდა, სადაც 2008 წელს მიიღო ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ახალბედა“. ამის პარალელურად იგი ტელევიზიაში მუშაობდა და მონაწილეობდა რამდენიმე პროექტში. 2010-11 წლებში იგი თამაშობდა სერიალ „შეშლილის დღიურებში“. ამ სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ მან დატოვა სამშობლო და ნიუ იორკში გადასახლდა.
2011 წელს, ნიუ იორკში ახლად ჩასულმა სტოუნმა მუშაობა ექსპერიმენტულ თეატრში დაიწყო[5]. ოთხთვიანი მსახიობობის შემდეგ იგი ადგილობრივი რეჟისორების ყურადღების ცენტრში მოექცა და 2013 წელს დაამტკიცეს Netflix-ის სერიალ „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურის“ ერთ-ერთ მთავარ, ლორნა მორელოს როლზე. ეს სერიალი ნიუ ჯერსიში მდებარე ლიჩფილდის ციხეში მცხოვრები ქალების ისტორიას მოგვითხრობს, რომლის გადაღებებიც 2019 წელს დასრულდა[6]. ლორნას როლმა აიელ სტოუნს საოცარი პოპულარობა და გამოცდილება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მისი პერსონაჟი თავიდან ეპიზოდური იყო, თუმცა მისი შესრულება იმდენად მოეწონათ, რომ რეგულარულ პერსონაჟად გადააკეთეს[7].
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2012 წელს იაელ სტოუნი ნიუ იორკში დაქორწინდა ასევე ავსტრალიელ მსახიობ დენ სპიელმანზე[8]. 2017 წელს სტოუნმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი სპიელმანს 2016 წელს გაეყარა და ამბავს ერთი წლის განმავლობაში მალავდა[9]. ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ათეისტია[10]. ამავე წელს მან ურთიერთობა დაიწყო ჯენ მენინგ ბანკროფტთან. 2017 წლის 23 ნოემბერს იაელმა გამოაცხადა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა[11], რომელიც 2018 წლის 30 მაისს გააჩინა. წყვილმა პატარა გოგონას პემუ სტოუნ-ბანკროფტი დაარქვეს[12].
2018 წლის 16 დეკემბერს New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც იაელ სტოუნი 2010-11 წლებში ავსტრალიელ მსახიობ ჯეფრი რაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში დაადანაშაულა და სამშობლოს დატოვების მიზეზადაც ეს დაასახელა.
2020 წლის ავსტრალიის ხანძრის გამო, იაელმა უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე და სამშობლოში დაბრუნდა კლიმატის დაცვის მიზნით. ამ ფაქტს თავად მან ,,კლიმატის ომი უწოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იაელ სტოუნი“ ვიკისაწყობში.
- https://www.thesaturdaypaper.com.au/culture/theatre/2015/05/02/the-kooky-life-orange-the-new-blacks-yael-stone/14304888001814
- http://ausink.wordpress.com/2011/05/18/a-golem-story-interview/
- http://www.westcoastsentinel.com.au/story/4198720/id-rather-be-invisible-orange-is-the-new-black-star-yael-stone-speaks-about-stardom/?cs=36 დაარქივებული 2021-02-26 საიტზე Wayback Machine.
- https://www.thesaturdaypaper.com.au/culture/theatre/2015/05/02/the-kooky-life-orange-the-new-blacks-yael-stone/14304888001814
- http://junkee.com/yael-stone-on-orange-is-the-new-black-and-trying-to-making-it-in-new-york/16389
- https://twitter.com/yaelstone/status/883025580278546432
- http://www.thegloss.com/culture/yael-stone-childhoods-end-orange-is-the-new-black-interview/ დაარქივებული 2018-06-15 საიტზე Wayback Machine.
- https://www.chillifm.com.au/entertainment/best-of-the-web/104679-actress-yael-stone-expecting-first-baby დაარქივებული 2018-06-15 საიტზე Wayback Machine.
- https://www.theguardian.com/australia-news/2020/jan/07/this-is-war-actor-yael-stone-gives-up-us-green-card-and-will-now-live-in-australia-to-fight-climate-change
სქოლიო
რედაქტირება- ↑ McGuire, Michaela (2 May 2015). "The 'kooky' life of Orange Is the New Black's Yael Stone".
- ↑ "A Golem Story (interview with Yael Stone)". 18 May 2011.
- ↑ McGuire, Michaela (2 May 2015). "The 'kooky' life of Orange Is the New Black's Yael Stone". The Saturday Paper. Retrieved 24 August 2015.
- ↑ 'I'd rather be invisible': Orange is the New Black star Yael Stone speaks about stardom | West Coast Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2020-02-13.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Spring, Alexandra (12 December 2011). "Actress Yael Stone bites the acting bullet დაარქივებული 2014-12-15 საიტზე Wayback Machine. ". Vogue Australia. Retrieved 25 April 2014.
- ↑ 6.0 6.1 Cronin, Seanna (2 November 2013). "Yael Stone takes lead in Orange is the New Black დაარქივებული 2014-04-26 საიტზე Wayback Machine. ". The Toowoomba Chronicle. Retrieved 25 April 2014.
- ↑ Andreeva, Nellie (6 November 2013). "Yael Stone Upped To Regular On 'Orange', Jonathan Adams On 'Last Man Standing'". Deadline Hollywood. Retrieved 14 June 2014.
- ↑ Groves, Don (15 July 2013). "Orange is the New Black for Yael Stone დაარქივებული 2017-06-17 საიტზე Wayback Machine. ". IF Magazine. Retrieved 25 April 2014.
- ↑ Stone, Yael (6 July 2017). "For the record; my marriage ended a year ago. An awkward but necessary clarification. I've got amazing people by my side and ❤️ in my heart". Twitter. Retrieved 6 July 2017.
- ↑ "Orange is the New Black's Yael Stone Explores Childhood's End დაარქივებული 2018-06-15 საიტზე Wayback Machine. ". 11 December 2015.
- ↑ chillifm.com.au. "Actress Yael Stone expecting first baby დაარქივებული 2018-06-15 საიტზე Wayback Machine. ". www.chillifm.com.au. Retrieved 1 December 2017.
- ↑ "'/Orange Is the New Black' Star Welcomes Baby Girl". Celebrity Moms. Retrieved 15 June 2018.