იაბლონოვსკის სასახლე
იაბლონოვსკის სასახლე - ვარშავის ერთ-ერთი ისტორიული სასახლე. მდებარეობს თეატრალურ მოედანზე, შრუდმიეშციეს რაიონში.
იაბლონოვსკის სასახლე | |
---|---|
Pałac Jabłonowskich | |
სასახლე 2009 წელს | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | ნეორენესანსი |
ქვეყანა | პოლონეთი |
მდებარეობა | ვარშავა |
კოორდინატები | 52°14′41″ ჩ. გ. 21°00′35″ ა. გ. / 52.24472° ჩ. გ. 21.00972° ა. გ. |
დაიწყო | 1773 |
დასრულდა | 1785 |
დაინგრა | 1944 |
არქიტექტორ(ებ)ი | იუზეფ ორლოვსკი |
ისტორია
რედაქტირებასასახლე აშენდა 1773-1785 წლებში ანტონი ბარნაბა იაბლონოვსკის ბრძანებით. 1817-1819 წლებში სასახლემ რატუშის ფუნქცია შეიძინა, რადგან მასში ქალაქის თვითმმართველობა განთავსდა. ამის გამო სასახლე მნიშვნელოვნად გადააკეთეს. 1863 წელს იანვრის აჯანყებისას სასახლე დაზიანდა, რის გამოც 1864-1869 წლებში სასახლის კიდევ ერთი რეკონსტრუქცია გახდა საჭირო. ამჟამად ის ნეორენესანსის სტილში გადააკეთეს და ფასადზე კოშკი მიაშენეს. შენობა მთლიანად დაინგრა 1944 წელს, გერმანელთა მიერ ვარშავის აჯანყების ჩახშობის დროს. 1990-იან წლებში სასახლე ხელახლა ააშენეს. კოშკი და ფასადი ორიგინალური, XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურული გეგმით აშენდა, ხოლო შენობის უკანა ნაწილები კი - თანამედროვე სტილით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: იაბლონოვსკის სასახლე
- ინფორმაცია სასახლის შესახებ შრუდმიეშციეს რაიონის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.