თხილვანის ეკლესია

თხილვანის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში.

ძეგლის აღწერილობა

რედაქტირება

ასომთავრულ წარწერიანი ქვა ნაპოვნია სოფელ თხილვანის ნაეკლესიარზე (ინახება აჭარის სახელმწიფო მუზეუმში). წარწერიდან ირკვევა რომ ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე იყო ნაკურთხი. შესაძლებელია აღნიშნული ეკლესიის აშენება ჰქონდა მხედველობაში აბუსერისძე ტბელს, როდესაც თავისი დის, ვანენ დიოფალ დიოფალის შესახებ 1233 წელს წერდა, რომ მან „ეკლესიაჲ აღაშენა წმინდისა იოვანე მახარებლიაჲ და ღმრთისმეტყუელისაჲ, სამკჳდრებელი ჩუენი და აღავსო საწყაული კეთილი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თხილვანის ეკლესია //მამულაძე შ. აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები.-(ადგ.აღნ.ა.).-2000.-გვ.62-65.

XIII საუკუნეში აგებული ეკლესიის ნანგრევების (თითქმის საძირკვლის დონეზე)მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ტბელ აბუსერიძე და მისი და ვანენი. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის სიტუაციური გეგმა, გეგმა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეული ნივთების ფოტოები.

  • სიხარულიძე ი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმები.I.-ბათუმი.-1958.-გვ.164-165 //სიხარულიძე ი. აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები.-ბათუმი, 1962.-გვ.33-37.

თხილვანის ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ჩუქურთმებიანი და წარწერებიანი ქვის მოკლე აღწერილობა; ეკლესიის შესახებ არსებული ისტორიული და არქეოლოგიური მასალების მიმოხილვა.

  • კახიძე ა. და სხვ. სხალთისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1982.-კრ.59.-გვ.22-25.

ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის გაერთიანებული ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალების შესახებ (სხალთის, ხიხაძირისა და თხილვანას ეკლესიები).

  • მამულაძე შ., ვერულაშვილი ნ. თხინვალის აბუსერიძეთა საგვარეულო ეკლესია //სხალთის ეპარქია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”ტბელობა” 2008 წლის ნოემბერი (მასალები).-2008.-გვ.239-242.

გეგმის მიხედვით წაგრძელებული ფორმის სამეკლესიანი ბაზილიკის აღწერილობა(შემორჩენილი ნაშთების საფუძველზე). მოხსენიებულნი არიან: ვ. ბერიძე, გ. ჩუბინაშვილი, ც. გაბაშვილი.

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათ., 1962, გვ., 36