თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა
„თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა“ (ინგლ. „Tales of the Jedi: Golden Age of the Sith“) — ექვსნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1996 წლის 1 ივლისს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი-ს მოვლენებამდე 5.000 წლით ადრე.
„თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა“ | |
---|---|
სიუჟეტური თაღის ნულოვანი გამოცემა | |
ინფორმაცია გამოცემაზე | |
თემა | ვარსკვლავური ომები |
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა/კოსმოსური ოპერა |
პერიოდულობა | ყოველთვიური |
ფორმატი | სიუჟეტური თაღი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამოცემების რაოდ. | 6 |
გაფართოებული სამყარო | |
ეპოქა | სითები |
კანონი | C |
შემდეგი | „თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა“ |
სცენარის ავტორი | კევინ ჯ. ანდერსონი |
გარეკანის ავტორ(ებ)ი | რასელ უოკსი |
მხატვარი | დარიო კარასკო უმცრ. |
მელანი |
მარკ ჰაიკე ბილ ბლეკი დევიდ ჯეიკობ ბეკეტი სტენ ვოქი |
ფერი |
პერი მაკ-ნემი პამელა რემბო |
შრიფტი |
უილი შუბერტი შონ კონოტი |
სიუჟეტი
რედაქტირებაოდან-ური ჯედაის ხელოვნებას სწავლობს. მისი მასწავლებელი, ორუ მას აგზავნის კოროსის სისტემაში, რათა მოწაფემ იმპერატორ ტეტას გამაერთიანებელ ომებში მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც მიზნად სისტემის შვიდი სამყარო. პლანეტის გაერთიანებას ისახავენ. კინაგარზე გამოჩენისთანავე ოდან-ური ეხმარება იმპერატორს უკანასკნელი პლანეტის, კირეკის დაბრუნებაში. ამისათვის იგი იყენებს მანამდე შესწავლილ საბრძოლო მედიტაციის მეთოდს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი მსხვერპლი მაინც არის - ჰოკ და ტიმარ დარაგონები. მათი შვილები, და-ძმა გავ და იორი დარაგონები, ჰატ აარბასთან მშობლების მიერ დატოვებული ხომალდით Starbreaker 12 შორს მიემგზავრებიან.
გავი და იორი იქცევიან მრავალგანზომილებიანი სივრცის მკვლევარებად, მაგრამ მათი ერთ-ერთი მოგზაურობისას ხომალდი ზიანდება და ისინი ბრუნდება აარბასთან, რომელიც თანხმდება მის შეკეთებაზე, მაგრამ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. სიღარიბეში მცხოვრებ და-ძმას ამის საშუალება დროებით არ აქვთ.
სსკ კაორი გავის და იორის მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი მარშრუტით უპილოტო თვითმფრინავს აგზავნის, მაგრამ მას პრიმუს გოლუუდთან, წითელ სუპერგიგანტთან მიახლოებისას ანადგურებენ. სსკ კაორი განრისხებულია და შეცდომაში შეყვანის გამო და-ძმის მოსაძებნად მონადირეებს აგზავნის. მაგრამ მათ გადაარჩენენ ჯედაები, ოდან-ური და მემიტ ნადილი. ისინი ურჩევენ გადარჩენილებს, დატოვონ მათთვის საფრთხის მქონე კოროსის სისტემა. გავი და იორი იპარავენ Starbreaker 12-ს და შემთხვევით აკრეფილი კოორდინატებით ჰიპერსივრცეში ქრებიან. ხომალდის კომპიუტერი ინახავს მეხსიერებაში ინფორმაციას უკან დასაბრუნებელი მარშრუტის შესახებ.
ამასობაში კორიბანზე, გალაქტიკის შორეულ ნაწილში, მიმდინარეობს მარკა რაგნოსის, სითთა ბნელი მბრძანებლის დაკრძალვა. ცერემონიას ხელმძღვანელობს სითთა მბრძანებელი ლუდო კრესში. ცერემონიის მიწურულს ჩნდება კრესშის მეტოქე ნაგა სადოუ. მას კრესშთან შელაპარაკება მოსდის, მაგრამ მოწინააღმდეგეებს აჩერებს თავად რაგნოსის აჩრდილი და აფრთხილებს, რომ წინ დიდი საშიშროება ელით.
ამასობაში კოროსის სისტემაში ოდან-ური გრძნობს, რომ იღვიძებს ძალა, რომელიც ჯედაებმა მრავალი საუკუნის წინ განდევნეს. იგი უამბობს იმპერატორს თავისი სიზმრების შესახებ და სთხოვს, ამის შესახებ კორუსანტს აცნობოს. კორიბანზე ამასობაში ჩნდება Starbreaker 12. გავი და იორი დაპატიმრებულები არიან სითების მიერ.
ზიოსტზე მყოფი სითთა მბრძანებლები განიხილავენ პატიმართა საკითხს. მათ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, მაგრამ ნაგა სადოუ მათში სარგებელს ხედავს. მისი აზრით, ისინი სითთა იმპერიას აღზევებაში დაეხმარებიან. მისი ბრძანებით, ერთ-ერთი მასასი მებრძოლი ხომალდიდან და-ძმის კუთვნილ ბლასტერებს იპარავს. ნაგა გადაწყვიტავს, პატიმრები გაათავისუფლოს და მათი დახმარებით აღადგინოს კონტაქტი რესპუბლიკასთან.
ერთგულ მასასებთან ერთად ნაგა ფარულად ათავისუფლებს გავსა და იორის და კლავს ყველას, ვინც მას წინ აღუდგება, თავის დამრიგებელ სიმუსსაც კი. მეტი დამაჯერებლობისათვის იგი მკვლელობის ადგილზე ტოვებს ბლასტერს, რათა იფიქრონ, რომ ეს ყველაფერი რესპუბლიკელებმა ჩაიდინეს. გავი და იორი გადაყვანილები არიან მის ციხესიმაგრეში, რომელიც ხარ შიანზე მდებარეობს. ვინაიდან ვერავინ ცნობს, ნაგა მშვიდად ბრუნდება სითთა კრებაზე. გამოსავალს ვერავინ ხედავს და საერთო გაუგებრობის ფონზე ნაგა არწმუნებს ყველას, რომ იგი უნდა აირჩიონ სითთა ახალ ბნელ მბრძანებლად. ლუდო კრესშის გარდა, ამ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმება.
სადოუს აკურთხებენ ბნელ მბრძანებლად და იგი თავს ერთად უყრის საბრძოლო ძალებს, რათა რესპუბლიკაზე იერიში მიიტანოს.
იმპერატორი ტეტა და მისი თანმხლები ჯედაები ჩადიან კორუსანტზე და გამოდიან სენატში, მაგრამ მათი არავის სჯერავს, ვინაიდან ამბავი სიზმარში დანახულ წინასწარმეტყველებაზე ყველას სასაცილოდ მიაჩნია. მაშინ ტეტა გადაწყვიტავს, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს სითებს, რესპუბლიკის დახმარების გარეშე.
ნაგა სადოუ, დამალულ ციხესიმაგრეში, რომელიც კარ შიანზე მდებარეობს, გავ დარაგონს სითთა ბნელ ხელოვნებას ასწავლის. მისი ბრძანებით მასასები ზიოსტიდან იპარავენ Starbreaker 12-ს, მაგრამ ამ საქმეში ნაგას მონაწილეობის კვალიც რჩება. ლუდო კრესში დაადგენს სიმართლეს და სხვა ბნელ მბრძანებლებთან ერთად ხარ დელბაზე მდებარე მისთვის ნაცნობ სადოუს ციხესიმაგრეზე დარტყმის განსახორციელებლად ემზადება. ამასობაში იქ Starbreaker 12 ჩადის.
კრესშის ბრძანებით სადოუს მცირერიცხოვან ძალებს უხსნიან ცეცხლს. ნაგა არწმუნებს იორის, რომ იგი რესპუბლიკაში უნდა დაბრუნდეს. იორისათვის რთულია ძმის დატოვება (რომელიც ისედაც დიდი ხანია არ უნახავს, ვინაიდან იგი ცალკე, ფარულ ციხესიმაგრეში იმყოფება), მაგრამ იგი თანხმდება. Starbreaker 12 ქრება ჰიპერსივრცეში. მასასის მებრძოლეები კლავენ კრესშის თანმხლებ მბრძანებლებს და კრესში იძულებულია, უკან დაიხიოს. სადოუ იმარჯვებს და ამზადებს რესპუბლიკაზე იერიშის მიტანის გეგმას. ამაში მას უნდა დაეხმაროს Starbreaker 12-ზე დამალული რადიოშუქურა.
გამოცემები
რედაქტირება- სითების ოქროს ხანა: დაპყრობა და გაერთიანება
- სითების ოქროს ხანა: უცნობისაკენ
- სითების ოქროს ხანა: ბნელი მბრძანებლის დაკრძალვა
- სითების ოქროს ხანა: იმპერიის წყობილება
- სითების ოქროს ხანა: სითთა მბრძანებლის პაიკები
- სითების ოქროს ხანა: Starbreaker 12-ის გაფრენა
პერსონაჟები
რედაქტირება- იმპერატორი ტეტა; კოროსის სისტემის ქალი იმპერატორი
- გავ დარაგონი: ჰიპერსივრცის ნავიგატორი
- იორი დარაგონი: ჰიპერსივრცის ნავიგატორი, გავის და
- ლუდო კრესში: სითთა მბრძანებელი
- მემიტ ნადილი: ჯედაების მრჩეველი
- ნაგა სადოუ: სითთა მბრძანებელი
- ოდან ური: ჯედაის შეგირდი (დრაეთოსთა რასიდან)
- სსკ კაჰორი: ვაჭარი (ჩა’ას რასიდან)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია Dark Horse-ის საიტზე ნულოვანი ნომრის შესახებ დაარქივებული 2008-01-05 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია Dark Horse-ის საიტზე #1 ნომრის შესახებ დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია Dark Horse-ის საიტზე #2 ნომრის შესახებ დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია Dark Horse-ის საიტზე #3 ნომრის შესახებ დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია Dark Horse-ის საიტზე #4 ნომრის შესახებ დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია Dark Horse-ის საიტზე #5 ნომრის შესახებ დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.