თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა

თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა“ (ინგლ. „Tales of the Jedi: The Fall of the Sith Empire“) — ხუთნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1997 წლის 18 ივნისს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი-ს მოვლენებამდე 5.000 წლით ადრე.

„თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა“

სიუჟეტური თაღის პირველი გამოცემა
ინფორმაცია გამოცემაზე
თემა ვარსკვლავური ომები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა/კოსმოსური ოპერა
პერიოდულობა ყოველთვიური
ფორმატი სიუჟეტური თაღი
გამოცემის თარიღ(ებ)ი 18 ივნისი 1997 -
22 ოქტომბერი 1997
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემების რაოდ. 5
გაფართოებული სამყარო
ეპოქა სითები
სერია თქმულებები ჯედაებზე
გალაქტიკური წელი 5,000 იბ
კანონი C
წინა „თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს საუკუნე“
შემდეგი „თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები“
სცენარის ავტორი კევინ ჯ. ანდერსონი
გარეკანის ავტორ(ებ)ი დანკან ფეგრედო
მელანი მარკ ჰაიკე
ბილ ბლეკი
დევიდ ჯეიკობ ბეკეტი
ფერი რეი მერტოუ
შრიფტი უილი შუბერტი

ამ გამოცემებში მოთხრობილია სითთა იმპერიის დამხობის შესახებ. ვარსკვლავური ომების ეს სეგმენტი მთავრდება ნაგა სადოუს პლანეტა იავინ 4-ზე გადახვეწით. გადარჩენი იორი დარაგონისათვის იმპერატორ ტეტას საჩუქარია ხომალდების შემკეთებელი სახელოსნოს გახსნა.

ბრძოლები

რედაქტირება
კორუსანტი

ბრძოლას კორუსანტზე უწოდებენ გალაქტიკურ რესპუბლიკასა და ნაგა სადოუს სითთა იმპერიას შორის მომხდარ პირველ ბრძოლას. სითთა აჯანყება იმპერიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში დამხობილი იქნა.

კოროსის ბრძოლა

კოროსის ბრძოლა მოხდა კოროსის არმიისა და სითთა იმპერიის ძალებს შორის. ვინაიდან ნაგა სადოუ ამ პერიოდში კორუსანტის ბრძოლაში მონაწილეობდა, მან კოროსზე გააგზავნა გავ დარაგონი. გავისგან დამოუკიდებლად სითთა ძალებმა მოკლეს ჰატი აარბა, ხოლო გავის და იორიმ ჩათვალა, რომ ეს სითთა მხარეს გადასული გავის ნამოქმედარი იყო. გავი გაიქცა და დატოვა პლანეტა, მაგრამ იორი მას გაჰყვა.

კირეკელთა ბრძოლა

გაიმართა კოროსზე, კირეკელთა და სითთა იმპერიის ძალებს შორის. წინაპირობას წარმოადგენდა ერთ-ერთ ძველ ბრძოლაში კირეკის სითთა მხარეს ბრძოლა. ამიტომ სითებთან ბრძოლამდე მოღალატეებმა მოინანიეს, რის გამოც მოგვიანებით იმპერატორ ტეტასგან პატიება მიიღეს.

პრიმუს გოლუუდი

სადოუსგან მოტყუებული გავი ამ ბრძოლაში დაიღუპა, გამოკეტილი სამედიტაციო სფეროში. თავად ბრძოლა მოხდა წითელ სუპერგიგანტ პლანეტა პრიმუს გოლუუდთან, იმპერატორ ტეტასა და სითთა იმპერიის ძალებს შორის.

კორიბანი

მას შემდეგ, რაც პრიმუს გოლუუდის ბრძოლა სადოუს სითების მიერ წაგებული იქნა, მათ ლუდო კრესში დაუპირისპირდა, რომელმაც თავი სითთა ახალ მბრძანებლად გამოაცხადა. სასტიკ ბრძოლაში სადოუმ იგი გაანადგურა.

ამის შემდეგ მოხდა კორიბანის მეორე ბრძოლა. ტეტანელთა ძალები, გავ დარაგონის მიერ მოცემული კოორდინატებით მოულოდნელად გამოჩნდნენ ჰიპერსივრციდან. საბოლოოდ ეს ბრძოლა იმით დასრულდა, რომ სადოუ დაიმალა ჯერჯერობით აუთვისებელ პლანეტა იავინ 4-ზე.

გამოცემები

რედაქტირება
  • სითების იმპერიის დაცემა: უიმედო ძიება
  • სითების იმპერიის დაცემა: ძალების წინააღმდეგობა
  • სითების იმპერიის დაცემა: პირველი შეხვედრა
  • სითების იმპერიის დაცემა: ომის ქოფაკები
  • სითების იმპერიის დაცემა: იმპერიის დასასრული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება