თუშური გუდაცხვრის, ძროხის ან ძროხისა და ცხვრის შერეული ნედლი მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველის ნაირსახეობა, რომელიც მწიფდება ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში[1].

თუშური გუდა
წარმოშობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი, რეგიონი თუშეთი
რძე ცხვრის, ძროხის
მომწიფების დრო მინიმუმ 60 დღე

მის ამოსაყვანად ბატკნის მაჭიკს იყენებენ, ამოყვანილ ყველს აძლევენ ფორმას, ამარილებენ, ათავსებენ ცხვრის ტყავისგან მომზადებულ გუდაში. გაწურულ და ცოტა შემაგრებულ ყველს სარქალი მარილს მოაყრის და ცხვრის გუდაში ჩადებს. ამ გუდას გაბერავენ და ცხვირს მაგრად მოუკრავენ. ახალი ყველი გუდაში შრატს („წაკა“) უშვებს. მარილი რომ ყველას თანაბრად გაუჯდეს, გუდას დღეში სამჯერ აბრუნებენ ოთხ დღემდე. შემდეგ ყველიან გუდებს ბინაში გამართულ ლასტზე აწყობენ, მაგრამ ყოველ მესამე დღეს სარქალმა ეს გუდები უნდა აბრუნოს.[2]

დამზადების პროცესი რედაქტირება

თუშური გუდის ყველის დამზადებისას რძეს ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე, მიღებულ დელამოს დაჭრიან. საჭიროების შემთხვევაში მეორედ აცხელებენ 36-38°C ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ნაჭრის ტომარაში, შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი მინიმუმ 60 დღე გრძელდება.

თუშური გუდის მწარმოებლები ახლა თუშეთის ტრადიციული საკვებისა და ადგილობრივი გასტრონომიის გარშემო მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება „თუშური გუდა“
  2. ს. მაკალათია. თუშეთი, თბ., „ნაკადული“, 1983, გვ., 65