თურქეთის საავტომობილო მრეწველობა
თურქეთის საავტომობილო მრეწველობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის საწარმოო სექტორში. თურქეთის საავტომობილო სექტორში მოქმედი კომპანიების საწარმოები, ძირითადად მარმარილოს ზღვის რეგიონში მდებარეობენ.
2012 წელს, თურქეთმა 1 მილიონზე მეტი ავტომობილი გამოუშვა.[1] ავტომობილის შემქმნელთა და ნაწილების მომწოდებლებთან ერთად, თურქეთის საავტომობილო სექტორი წარმოების ბაზების გლობალური ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილებისა და კომპონენტების ექსპორტს ახორციელებს.[1] გლობალური ავტომწარმოების მწარმოებელ ქარხნებს წარმოადგენენ: Fiat/Tofaş, Oyak-Renault, Hyundai, Toyota, Honda და Ford/Otosan.
საავტომობილო მრეწველობის საფუძვლები 1950-იან წლებში ჩაეყარა, როდესაც TOE-მ (თურქ. Türk Otomotiv Endüstrileri A.ş., ქართ. თურქული საავტომობილო ინდუსტრიები) დაიწყო REO-ს სამხედრო სატვირთო ავტომანქანების და მოგვიანებით International Harvester-ის სატვირთო მანქანების გამოშვება. შემდგომში ავტომანქანების მშენებებლობა ხანმოკლე დროით შეჩერდა. 1961 წელს, პირველი სამამულო მანქანა „დევრიმი“ გამოვიდა, რომელიც TÜLOMSAŞ-მა შეიმუშავა. 1959 წელს Otosan-ის საწარმოო ქარხნის გახსნით, 1966 წელს დაიწყო სამამულო მანქანის Anadol-ის მასობრივი წარმოება.
ისტორია
რედაქტირება1959 წელს, სტამბოლში კომპანია Otosan-ის ქარხანა გაიხსნა, რომელიც თურქეთში Ford Motor-ის ავტომობილებს გამოუშვებდა, ამავე კომპანიის ლიცენზიის ქვეშ.
1961 წელს, ესქიშეჰირის TÜLOMSAŞ-ის ქარხანაში დამზადდა სედანის ტიპის მანქანა „დევრიმი“. დევრიმი პირველი თურქული ავტომობილი მანქანა გახდა, რომელიც სპეციალურად შეიმუშავეს და აწარმოეს თურქეთში.
1964 წელს, ბრიტანეთის საავტომობილო კორპორაციის Austin-სა და Morris-ის მანქანებს, შესაბამისი ლიცენზიის ქვეშ, იზმირში მდებარე BMC-ის ქარხანა აწარმოებდა. BMC-ის ბრენდი, 1989 წელს თურქულმა კომპანია „Çukurova Group“-მა სრულიად შეიძინა.
1966 წელს, Anadol-ი გახდა პირველი მასობრივად წარმოებული თურქული საავტომობილო ბრენდი. Anadol-ის ყველა მოდელი წარმოებულია სტამბოლში მდებარე Otosan-ის ქარხანაში.
1968 წელს ბურსაში Tofaş-ის ქარხანა გაიხსნა, რომელიც შესაბამისი ლიცენზიის ქვეშ Fiat-ს ავტომობილებს უშვებდა.
1969 წელს, Oyak-Renault-ის ქარხანა დაარსდა, რომელიც Renault-ის მოდელების წარმოება დაიწყო.
სხვა გლობალური საავტომობილო მწარმოებლები, როგორიცაა Toyota, Honda, Opel, Hyundai, Mercedes-Benz და MAN Truck & Bus, აწარმოებენ ავტომობილებს, ფურგონებს, ავტობუსებს და სატვირთო მანქანებს თავიანთ თურქულ ქარხნებში. ასევე არსებობს რიგი თურქული ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების ბრენდები, როგორიცაა BMC, Otokar და TEMSA.
2004 წლისთვის, თურქეთმა წელიწადში 518,000 ავტომობილი გაიტანა საზღვარგარეთ, ძირითადად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.[2]
2006 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა Tofaş-ს 175 მილიონი ევრო კრედიტი გამოყო, რომლის მიზანი ევროპული ბაზრისთვის PSA Peugeot Citroën-ისა და Fiat Auto-ს მცირე ზომის კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ერთობლივად განვითარება და წარმოება იყო. სესხი, რომლის თანაფარდობა 400 მილიონ ევროს ითვლიდა, მიზნად ისახავდა კომპანიის წარმოების შესაძლებლობების მნიშვნელოვან გაფართოებას და დაახლოებით 5 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. საავტომობილო მანქანების წარმოება ბურსაში, „Tofaş“-ის საწარმოო ქარხანაში მიმდინარეობს.[3]
Etox Zafer-ის პირველი ოფიციალური ჩაშვება წარმოებაში 2007 წლის 30 აგვისტოს შედგა.
ბევრი ქვეყნის მსგავსად, ავტომობილების წარმოებაზე დიდი გავლენა მოახდინა გლობალურმა საფინანსო კრიზისმა. 2009 წლის მარტში, თურქეთის ავტომობილების წარმოების ასოციაციამ (OSD) განაცხადა, რომ 2009 წლის პირველ ორ თვეში საავტომობილო წარმოება დაეცა 63%-ით, ხოლო ექსპორტი 61.6%-ით შემცირდა.[4]
მწარმოებლები
რედაქტირებააქტიური
რედაქტირება- Altın Boğa
- BMC
- Diardi
- Erkunt
- Etox
- FNSS თავდაცვის სისტემები
- Ford Otosan
- Hyundai
- Imza
- Isuzu
- Karsan
- Marti
- Onuk
- Oscar
- Otokar
- Otoser
- Oyak-Renault
- TEMSA
- Tofaş
- Toyota
გაუქმებული
რედაქტირებაწარმოება
რედაქტირება2010 წელს თურქეთში აწარმოეს 1,124,982 ავტომობილები,[5] რითაც ქვეყანა ევროპაში მე-7 უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდა: გერმანიის (5,819,614), საფრანგეთის (3,174,260), ესპანეთის (2,770,435), გაერთიანებული სამეფოს (1,648,388), რუსეთისა (1,508,358) და იტალიის (1,211,594) შემდეგ.[6]
2008 წელს, თურქეთში აწარმოეს 1,147,110 ავტომობილი, რითაც ევროპაში მე-6 უმსხვილესი მწარმოებელი (გაერთიანებული სამეფოზე ნაკლები და იტალიაზე მეტი) და მსოფლიოში მე-15 უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.[7][8]
2002 წელს, ავტომობილების მწარმოებელი 6 კომპანია ერთად წელიწადში 726,000 ერთეულ მანქანას აწარმოებდა, რაც 2006 წელს 991,621 ერთეულამდე მიაღწია.[9] 2002 წელს, Fiat/Tofaş-ს 34%, Oyak/Renault 31%, Hyundai/Assan-ი და Toyota 14%, Honda 4% და Ford/Otosan 3% აწარმოებდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Turkish auto industry at full throttle despite the slowdown in Europe. Invest in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 13 November 2013.
- ↑ TURKEY: CAR EXPORTS ESTIMATED. | Goliath Business News. Goliath.ecnext.com (2005-06-08). ციტირების თარიღი: 2011-04-03.
- ↑ Turkey’s car industry in perpetual motion. Eib.org (2006-06-08). ციტირების თარიღი: 2011-04-03.
- ↑ Car industry turns into a Turkey - BUSINESS NEW EUROPE. Businessneweurope.eu (2009-03-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-15. ციტირების თარიღი: 2011-04-03.
- ↑ Turkish Automotive Production, Turkish Automotive Producers' Association
- ↑ OICA: WORLD MOTOR VEHICLE PRODUCTION BY COUNTRY, 2005-2006. (PDF). ციტირების თარიღი: 2011-04-03.
- ↑ „Türkiye otomotiv sektöründe büyüyor“. Ulaşım Online. 2009-06-29. ციტირების თარიღი: 2009-07-06.
- ↑ 2008 PRODUCTION STATISTICS. OICA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2011. ციტირების თარიღი: 2011-04-03.
- ↑ Özpeynirci, Emre (2007-06-27). „Otomotiv üretiminde 17’nciliğe yükseldik, Belçika’yı da geçtik“. Hürriyet (Turkish). ციტირების თარიღი: 2008-08-29.