თუნჯელ ქურთიზი (თურქ. Tuncel Tayanç Kurtiz; დ. 1 თებერვალი, 1936, იზმითი, ქოჯაელი, თურქეთი — გ. 27 სექტემბერი, 2013, ბეშიქთაში, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

თუნჯელ ქურთიზი
მშობლიური სახელი Tuncel Kurtiz
დაბადების სახელი Tuncel Tayanç Kurtiz
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1936
იზმითი, ქოჯაელი, თურქეთი
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 2013 (77 წლის)
ბეშიქთაში, სტამბოლი, თურქეთი
გარდაცვალების მიზეზი გულის ფრიალი
დაკრძალულია ჩამლიბელი, ერდემითი, ბალიქესირი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი
აქტიური 1958–2013
მეუღლე(ები) მენენდ ქურთიზი
ჯილდოები იხ. ქვემოთ

ადრეული წლები

რედაქტირება

მამამისი სალონიკში დაბადებული თურქი ბიურიკრატია, დედა კი ბოსნიელია.

უნივერსიტეტში თავიდან იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ კი ფილოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა არცერთი მიმართულებით სწავლა არ დაუსრულებია.

სამსახიობო კარიერა დორმენის თეატრის სცენაზე დაიწყო და მალე კინოეკრანებზე გამოჩნდა. სადებიუტო ფილმი 1978 წლის ფილმი „ნახირი“ გახდა.

1981 წელს, ფილმისთვის „გიულ ჰასანი“, რომელიც ნიურეთინ სეზერთან ერთად დაწერა, საუკეთესო სცენარის დარგში ანტალიის ოქროს ფორთოხლის ჯილდო მიიღო. 2006 წელს სერიალ „ჰაჯიში“ და 2007 წელს სერიალ „ასიში“ ითამაშა. 2009 წელს გამოსულ ფილმში „შემოდგომის ტკივილი“ ქამილ ეფენდის როლი შეასრულა, ხოლო მოგვიანებით იმავე წელს სერიალ „ეზელში“ რამიზ ქარაესქის როლი შეასრულა, რითაც პოპულარობა მოიპოვა.

2011 წელს „ოქროს ფორთოხლის 48-ე კინოფესტივალზე“ ღირსების ჯილდო მიიღო.

გარდაცვალება

რედაქტირება

გარდაიცვალა 77 წლის ასაკში გულის ფრიალის შედეგად, 2013 წლის 27 სექტემბერს, თავის ეთილერში მდებარე სახლში.[1] დაკრძალეს 2013 წლის 29 სექტემბერს, ბალიქესირის პროვინციის ერდემითის რაიონის სოფელ ჩამლიბელში.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tuncel Kurtiz'in otopsi raporu açıklandı.. www.ntv.com.tr (26 იანვარი 2014). ციტირების თარიღი: 26 Ocak 2014.
  2. Tuncel Kurtiz, on binler tarafından defnedildi. www.turkiyegazetesi.com.tr (29.09.2013).