თუნგითიხის ან სპილენძის ვიწროყელიანი ჭურჭელი. იყენებდნენ წყლისთვის და ღვინის საწყაოდაც. წყლის ჭურჭლად სპილენძის თუნგს, უფრო საქართველოს მთიან რაიონებში ხმარობდნენ. ღვინის საწყაო თუნგი ქართულ წყაროებში XVI საუკუნიდან ისხენიება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტევადობის თუნგი ყოფილა გავრცელებული, მაგ., შიდა ქართლში 4-, 5-, 6- და ზოგან 8-ლიტრიანი. XVIII საუკუნეში თუნგის ტევადობა 2 ხელადას (3 - 3,4 ლ) შეადგენდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ., 3, ნაკვ. 3 - ქართული საფასსაზომთანცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925;
  • ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.), თბ., 1973,