თრეხვის ღვთისმშობლის ეკლესია
თრეხვის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თრეხვში. მდებარეობს სოფლის განაპირას, დასავლეთით, მცირე მუხნარში.
დარბაზული ეკლესია (9,2 X 6,2 მ) ნაგები იყო ნატეხი ქვიშაქვით, გამოყენებული ყოფილა თლილი შირიმის ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების შირიმის ქვები). ეკლესიას ნახევარწრიული აფსიდი ჰქონია. ნაგებობის სამშენებლო ბაქანი დასავლეთიდან და ნაწილობრივ სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ქვიშაქვის დიდი ლოდებით ამოყვანილი საყრდენი კედლებით ყოფილა გამაგრებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 377.