თრანის სამაროვანი

თრანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში ჩრდილოეთით, ბაღებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება V-XII საუკუნეებს. გაითხარა 1967 და 1969 წლებში ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი რ.რამიშვილი). გათხრილია სამი ქვისსამარხი და ერთი შირიმის ქვებით გადახურული ორმოსამარხი. ყველა დამხრობილია აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ. არის როგორც ინდივიდუალური, ისე საოჯახო სამარხები. აღმოჩენილია ბრინჯაოს საკინძები, მინის მძივები და სხვა. მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება