თრანის პირველი ნასოფლარი
თრანის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, სოფლის სამხრეთით 800 მეტრზე, თრანულის ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა შენობების რიყისა და ნატეხი ქვით ნაწყობი კედლების 24 რიგი. კედლების სისქეა 0,7 მეტრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 387.