თრანის ნამოსახლარი

თრანის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 5 კილომეტრზე. გუგუდის ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნამოსახლარზე შემორჩენილია ორი ნასახლარი ბუდე. შენობები ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. აღმოჩნდა წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლისა და ღარიანი კრამიტის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება