თორღვის ბრძოლა
თორღვის ბრძოლა — ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს შორის. 1574 წელს გარდაიცვალა კახეთის მეფე ლევანი. მისმა შვილებმა დაიწყეს ბრძოლა ტახტისათვის. თავდაპირველად ტახტზე ქაიხოსრო ავიდა (ლევანის შვილი შამხალ ყარამუსალი ასულისაგან). ალექსანდრემ (ალექსანდრე II, ლევანის შვილი გურიელის ქალისაგან) თავი შეაფარა ყაზახს. ალექსანდრეს მიემხრნენ ქართლის მეფე დავით X (დაუთ-ხანი), სიმამრი ბარძიმ ამილახვარი, ელიზბარ ქსნის ერისთავი და რამდენიმე კახი თავადი. ბრძოლა გაიმართა თორღვას (ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი) 1578 წელს. ალექსანდრემ გაიმარჯვა და სამეფო ტახტიც მას დარჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 695.