თორღვა ძაგანი
თორღვა ძაგანი — ლეგენდარული ხევსური გმირი სოფელ მუცოდან. მისი საგმირო საქმეები ასახულია ქართულ ფოლკლორში. გადმოცემით თორღვა ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე იყო, ბეჭებზე ჯვრის, მზისა და მთვარის გამოსახულება ჰქონდა. ხალხური ლექსის თანახმად, შვიდ წელს ნაავადარი თორღვა ფშაველი ჩოთას მჭვარტლიანმა ისარმა განგმირა. დ. გოგოჭურის (1977) აზრით, თორღვას ბაგრატიონობა ხალხური წარმოსახვის შედეგია და ის სინამდვილეში XIII საუკუნის მოღვაწის თორღვა პანკელის შვილი და ძაგანისძეთა სახლის წარმომადგენელი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ამირან არაბული. ბაგრატიონთა საგვარეულოს „ღვთისნებითობის“თეორია და ხალხური სიტყვიერება[მკვდარი ბმული]. ლიტერატურული ძიებანი 2002 №23 (ნაწილიII).