თორღვა პანკელი
თორღვა პანკელი — ქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII საუკუნის 40-იან წლებში, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე.
დავით VII ულუმ ბათო ყაენის ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თორღვა პანკელს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა. რაკი დავითს შეაგვიანდა, თორღვა პანკელს ეგონა, აღარ დაბრუნდებაო, განდგა და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით VII-ის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თორღვა პანკელმა ვერ გაბედა მეფესთან მისვლა. ბერი ხორნაბუჯელის დახმარებით ჯიქურმა ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუთქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარის ციხიდან გადააგდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე რ., ქსე, ტ. 4, გვ. 695, თბ., 1979