თორღვაის კოშკი

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, არხოტის ხ

თორღვაის კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, არხოტის ხეობაზე გამავალი გზის ზემოთ, 250 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი (3,9 x 3,4 მეტრი) ოთხსართულიანია (სიმაღლე 11,7 მეტრი). პირველი სართულის შიდა ზომებია 2,27 x 1,88 მეტრი, ბოლო სართულისა - 2,45 x 2,25 მეტრი. ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთითაა, მიწიდან 2,35 მეტრ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. მეორე და მესამე სართულის კედლებში მაღალი სათოფურებია გაჭრილი. მესამე სართულს სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. მეოთხე სართულზე, ოთხივე მხარეს, დიდი სწორკუთხა ღიობებია. პირველი სართული სამალავი იყო, მეორე და მესამე - საცხოვრებელი, მეოთხე - სათავდაცვო. კედლებში შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. კოშკს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა.

ლიტერატურა რედაქტირება