სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.

თორნიკე შენგელია (დ. 5 ოქტომბერი, 1991, თბილისი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თამაშობს ვირტუს ბოლონიაში.

თორნიკე შენგელია

შენგელია 2017 წელს
№ 21 – ვირტუს ბოლონია
მცირე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 5 ოქტომბერი, 1991
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 206 სმ
წონა 109 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2012 / რაუნდი: მეორე რაუდნი
არჩეული ფილადელფია სიქსერსი
პროფესიონალური კარიერა 2008–დღემდე
ლიგა ევროლიგა
კარიერის ისტორია
2008–2010 ვალენსია
2008–2010 →BC Sunny Delight
2010–2012 სპირუ შარლერუა
2010–2011 →Verviers-Pepinster
2012–2013 ბრუკლინ ნეტსი
2012–2014 →Springfield Armor
2014 ჩიკაგო ბულზი
2014–2020 ბასკონია
2020–2022 ცსკა მოსკოვი
2022 ვირტუს ბოლონია
სტატისტიკა NBA.com-ზე
სტატისტიკა Basketball-Reference.com-ზე

2012 წლის 28 ივნისს, თორნიკე არჩეულ იქნა 54 ნომრად ფილადელფია სიქსერსის მიერ. შემდეგ ფილადელფია სიქსერსმა იგი გაცვალა ბრუკლინ ნეტსის სხვა კალათბურთელში. 18 ივლისს შენგელიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ბრუკლინ ნეტსთან.

ბასკონია

რედაქტირება

2014 წლის 21 ივნისს შეუერთდა „ბასკონიას“ რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა (2020), თორნიკე ერთხელ მოხვდა ევროლიგის წლის გუნდში (ძირითადში), ერთხელ მოხვდა ესპანეთის უმაღლესი ლიგის წლის გუნდში (ძირითადში). 2018 წელს შენგელიამ გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2018 წელს დაიკავა მეორე ადგილის ესპანეთის ლიგის MVP-ის სტატუსისათვის ბრძოლაში.

ცსკა მოსკოვი

რედაქტირება

2020 წლის 9 ივლისს გადავიდა რუსულ მოსკოვის „ცსკა“-ში, რასაც მოჰყვა კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

 
„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება