თორის ეკლესია
თორის (ნადარბაზევი) წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანის სიახლოვეს.
თორი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
თარიღდება | ადრეული შუა საუკუნეები |
დეტალები
|
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია, სავარაუდოდ, X საუკუნის მეორე ნახევარში[1]. ნაგებია ადგილობრივი, ვულკანური წარმონაქმნის, ანდეზიტის ქვით. ნაგებობა საკმაოდ დიდი ზომისაა. აღმოსავლეთის მხრიდან მას მცირე მინაშენი აქვს, რომლის კონსკრუტქცია ეკლესიის ანალოგიურია.
ნაგებობა ჯვრის სამი გამოსახულებითაა შემკული. ერთ-ერთი მათგანი აფსიდის ცენტრში კედელთან მდგარ, ტრაპეზის ქვაზეა გამოსახული. მეორე გამოსახულება მოთავსებულია სამხრეთ კედელში გაჭრილი ერთადერთი კარის არქიტავრის ქვაზე. ხოლო მესამე რელიეფური ჯვარი მოთავსებული იყო დასავლეთის ფასადზე და სარკმლის თავსართს წარმოადგენდა.
ეკლესიამ დღემდე მეტ-ნაკლებად დაზიანებული სახით მოაღწია: ჩანგრეულია კამარა, სამხრეთ ფასადზე პერანგია ჩამოშლილი, მათ შორის, არქიტავრის ქვა და დასავლეთ ფასადზე სარკმლის თავსართი, რელიეფური გამოსახულებებით.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, I, თბ.,1964, გვ.214-216.
- მაკალათიას ს. ბორჯომის ხეობა, თბ., 1957, გვ. 34.
- ცხადაძე დ. წმ. გიორგის ეკლესია თორის ნადარბაზევის კომპლექსში, ძეგლის მეგობარი, 1997, N1(96), გვ.7-13
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014, გვ.128–130
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12143
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცხადაძე დ. წმ. გიორგის ეკლესია თორის ნადარბაზევის კომპლექსში, ძეგლის მეგობარი, 1997, N1(96), გვ. 13
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-25.