თომა მამაიაშვილი
თომა იორდანეს ძე მამაიაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1892, სოფელი ვაქირი, სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 13 დეკემბერი, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1946).
ბიოგრაფია
რედაქტირება1917 წელს დაამთავრა ხარკოვის ვეტერინარიის ინსტიტუტი. 1918-1930 წლებში სპეციალობის მიხედვით ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ზოოტექნიკური ვეტერინარული ინსტიტუტის ზოოჰიგიენისა და ვეტერინარული საფუძვლების კათედრის გამგე. შეისწავლა ცხოველთა სადგომში ამიაკის შემცველობის საკითხები, ქვეშსაფენად თაბაშირიანი მერგელის გამოყენების ზოოჰიგიენური მნიშვნელობა და სხვა. არის 3 სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.