თომას ვილიამ ბენეტი

თომას ვილიამ ბენეტი (დ. 7 აპრილი, 1947 — გ. 11 თებერვალი, 1969) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ექიმი და რიგით მეორე სამხედრო, რომელიც არ დაემორჩილა ბრძანებას (საკუთარი იდეური თვალსაზრისით ან რელიგიური მოტივით) და მიიღო ღირსების ორდენი (პირველი იყო დეზმონდ დოსი, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ექიმი). ბენეტი ბრძოლისას დაიღუპა და სიკვდილის შემდგომ მიიღო ღირსების ორდენი.

თომას ვილიამ ბენეტი
Thomas W. Bennett
Corporal Thomas Bennett
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1947
დაბადების ადგილი მორგანთაუნი, დასავლეთ ვირჯინია
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1969
გარდაცვალების ადგილი ჩუ პას რეგიონი, პლეიკუს პროვინცია, ვიეტნამი
კუთვნილება ამერიკის შეერთებული შტატების არმია
ჯარის სახეობა აშშ-ის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1968–1969
წოდება კაპრალი
ნაწილი ბრავო ასეული, პირველი ბატალიონი, მე–14 ქვეითი პოლკი, მე–4 ქვეითი დივიზია
ბრძოლები/ომები ვიეტნამის ომი
ჯილდოები ღირსების მედალი და მეწამული გული

ბიოგრაფია

რედაქტირება

თომას ბენეტი დაიბადა მორგანთაუნში (დასავლეთ ვირჯინია). თომას ბენეტი იყო მეგობრული და ღრმად მორწმუნე ადამიანი[1]

გულითადი პატრიოტი, რომელიც წინააღდმეგი იყო მკვლელობისა, მაინც ჩაეწერა მოხალისედ არმიაში, როგორც conscientious objector (ადამიანი, რომელიც იდეური თვალსაზრისით ან რელიგიური მოტივით წინააღმდეგია სამხედრო სამსახურის), რომლესაც სხვანაირად სურდა არმიის დახმარება.ის გაიწვრთვნა, როგორც საველე ექიმი.

1969 წლის პირველ იანვარს კაპრალი თომას ბენეტი სამხრეთ ვიეტნამში ჩავიდა. ის ჩაირიცხა ბრავო ასეულში, (პირველი ბატალიონი, მე–14 ქვეითი პოლკი) ვიეტნამის ცენტალურ მთიანეთში. ბენეტის დანაყოფმა წამოიწყო დაძაბული პატრულების სერია მთიან რელიეფზე. 1969 წლის 9 თებერვალს, დანაყოფი ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოყვა და კაპრალმა ბენეტმა დიდი რისკის ფასად გამოიყვანა ხუთი თანამებრძოლი. იმ საღამოს, ოცეულის სერჟანტმა ბენეტი ვერცხლის ვარსკვლავზე წარადგინა.

მომდევნო დღეებში, კაპრალი ბენეტი დაჭრილი თანამებრძოლების გამოსაყვანად ისევ საფრთხეში იგდებდა თავს. 11 თებერვალს, ბენეტი დაშავებული მეგობრის გამოყვანისას სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 1970 წლის 7 აპრილს, კაპრალი თომას ბენეის დედას და მამინაცვალს, ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა პირადად გადასცა ღირსების ორდენი.

დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კოშკი თომას ბენეტის სახელს ატარებს.

ასევე, ფორტ ჰუდში (ტეხასი) არსებული საავადმყოფო თომას ბენეტის სახელობისაა[2].

ღირსების ორდენი

რედაქტირება

წოდება და ორგანიზაცია : კაპრალი, ამერიკის შეერთებული შტატების არმია, მეორე ოცეული, B ასეული , პირველი ბატალიონი, მე–14 ქვეითი პოლკი.

ადგილი და დრო : ჩუ პას რეგიონი, პლეიკუს პროვინცია, ვიეტნამის რესპუბლიკა, 1969 წლის 9–11 თებერვალი.

შევიდა სამსახურში: ფეირმონთი, დასავლეთ ვირჯინია.

დაბადების ადგილი და თარიღი : მორგანთაუნი, დასავლეთ ვირჯინია. 1947 წლის 7 აპრილი.

თომას ვილიამ ბენეტის დაჯილდოვების ცერემონიისას წარმოთქმული სიტყვა:

 

სამაგალითო სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ბრძოლაში. B ასეულის, მეორე ოცეულის სანიტარმა კაპრალმა ბენეტმა თავი გამოიჩინა სადაზვერვო ოპერაციისას. 9 თებერვალს, ოცეული მიდიოდა D ასეულის პირველი ოცეულის დასახმარებლად, რომელიც კარგად გამაგრებული და მომზადებული ვიეტნამელების ჩასაფრებაში მოყვა. ძლიერი ცეცხლის შედეგად ასეულის 3 მნიშვნელოვანი წევრი დაიჭრა. კაპრალმა ბენეტმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გაირბინა სახიფათო ველი , აღმოუჩინა დაშავებულ თანამებრძოლებს პირველადი დახმარება და გამოიყვანა ისინი უსაფრთხო ადგილას, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია იქნებოდა შესაძლებელი. კაპრალი კვლავ მამაცურად გადიოდა სახიფათო ადგილებზე, რათა დახმარებოდა დაჭრილ მეგობრებს. იმავე საღამოს და მეორე დღეს კაპრალი ბენეტი პოზიციიდან პოზიციაზე გადარბოდა, რათა დახმარებოდა სამხედროებს, რომლებიც შრაპნელით ან ტყვიით იყვნენ დაჭრილნი. 11 თებერვალს, ბრავო ასეულმა შეუტია კარგად გამაგრებული ვიეტნამელების პოზიციას და მრავალრიცხოვანი მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოყვა.პირველივე შეტევაზე ასეულის ხუთი წევრი დაიჭრა. საფრთხის მიუხედავად კაპრალი ბენეტი მიეშველა დაჭრილ თანამებრძოლებს. მან ერთ დაჭრილს დაეხმარა და მეორე სერიოზულად დაშავებული მებრძოლისკენ გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი სამხედრო ზუსტად მტრის პოზიციის წინ იწვა, კაპრალი ბენეტი გადახტა და თანამებრძოლის გადარჩენას შეეცადა, თუმცა სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. კაპრალი თომას ბენეტის უშიშარი  ქმედება მისი თანამებრძოლების მიმართ, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის ტრადიციებთან და აისახება ძლიერ რწმენაში, როგორც საკუთარი თავის ისე მისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიმართ.

— 

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Murphy, Edward F. (June 2003). „A Conscientious Objector's Medal of Honor“. Vietnam. Historynet.com. ციტირების თარიღი: 5 August 2014.
  2. "Medal of Honor recipient Corporal Thomas W. Bennett", Bennett Health Clinic dedication ceremony September 25, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2007. ციტირების თარიღი: იანვარი 20, 2017.