თოლაბულისის სარტყელი
„თოლაბულისის სარტყელი“ — ყოველთვიური ლიტერატურული და სამხატვრო ჟურნალი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გამოდიოდა 1919 წელს. ჟურნალის რედაქტორი იყო გრიგოლ ცეცხლაძე. ჟურნალი იყო მოდერნისტული მიმართულებისა. სულ გამოიცა სამი ნომერი. შემორჩენილია მხოლოდ პირველი და მეორე ნომრები (1919 წლის აპრილ-მაისი).
ჟურნალში იბეჭდებოდა ცისფერყანწელების შემოქმედება. აქ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის, გიორგი ლეონიძის („უცნობ ქალს კაბარეში“), გრიგოლ ცეცხლაძის („სალამი ყველას“, „ავი სიზმრები“), გალაკტიონ ტაბიძის („შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“ და „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“), შ. კარმელის, ივ. ყიფიანის, აკ. ბერეკაშვილის, ლ. მაჭავარიანის („ქუთაისი“), რ. გოგოხიას, კ. ებრალიძის, ლ. ლანის, შ. ლორდელის, გრიგოლ მეგრელიშვილის („ტრიოლეტები“) ლექსები.
პირველ ნომერს წინ უძვრის წინათქმა „ეკრანკამარა“, რომელსიც ჟურნალის კრედოა გაცხადებული. ბოლოში მას ერთვოდა ბიბლიოგრაფიული რუბრიკა „ნელი ხაზები“, რომელშიც წარმოდგენილი იყო საგამომცემლო სიახლეები. ჟურნალის მეორე ნომერში მხატვრული ტექსტების გვერდით წარმოდგენილია დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ნახატების „ნახაზობისა“ და „XII საუკუნის“ რეპროდუქციები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შამილაშვილი, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 197-198.
- სიგუა, ს. „მოდერნიზმი“, თბილისი „მწერლის გაზეთი“, 2008
- ბაქრაძე, გ. „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია“, თბილისი, 1947