ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თინათინ ვლადიმერის ასული იველაშვილი (დ. 8 აგვისტო, 1948, სარო) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თინათინ იველაშვილი დაიბადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1979 წლებში ირიცხებოდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ფლობს რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.

1979–1992 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: "საქორწილო წეს-ჩვეულებები საქართველოში". 1992 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის პროფესორი, 1994–2005 წლებში – ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1995–2005 – ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. 2008 წლიდან არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2009 წელს გახდა კავკასიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2015 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით.

მისი კვლევის სფეროა ეთნოსო­ცი­ა­ლური, ეთნორელიგიური ურთი­ერთობები, რელიგიური კონფესიები, რელიგიური კონფლიქტები და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 10-ზე მეტი მონოგრაფიის.

ამჟამად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება